OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , დიღმის მასივი , ბაზართან არსებული უნივერსამის მიმდებარედ

AR1178532New constructionOther use19 November 2013- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
1009667
Decision date
22 November 2013
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი რაზმაძე
Developer (company ID)
401948979

Parcel

Cadastral code
01.13.03.023.001
Owner
შპს " ჯორჯია 444" (401948979) (401948979)
Area
685 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1178532
Status
Not reviewed
Registered
19 November 2013
Type
New construction

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
3 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 22 November 2013City answer

    ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში განხილული იქნა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ: ქ. თბილისის 2008 წლის 22 დეკემბრის #24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ფ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, “დ” ქვეპუნქტით სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს უზრუნველყოს ქალაქის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების (მთ შორის მონუმენტურ-დეკორატიული) მცირე არქიტექტურის ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, “გარე რეკლამის გავრცელების რეგულირების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის #4-32 გადაწყვეტილებით დადგენილი გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმება, მათი განხორციელება; იმავე პუნქტის “ე” ქვეპუნქტით სამსახურს უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. სამსახურის უფლებამოსილებიდან გამომდინარე (გადასინჯოს წარმოდგენილი საპროექტო ობიექტების ვიზუალური მხარე და მისი შემდგომი განვითარების კუთხე) გაცნობებთ, რომ არქიტექტურის სამსახურს თქვენ მიერ ატვირთული ფოტომონტაჟის შესაბამისად სარეკლამო ბანერების განთავსება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ღობეზე გაკრული ბანერი საკმაოდ ფართო მასშტაბიანი და ამასთანავე გადატვირთულია სხვადასხვა სახის სიმბოლიკებით (ნახატებით), რაც მიუღებელია. ასევე არსებულ გარემოს კიდევ უფრო მეტად ტვირთავს საჩრდილობელი, მასზე სარეკლამო წარწერებით (თუმცა საჩრდილობლის მოწყობის შესახებ ინფორმაცია მოთხოვნის ტექსტში არ არის მითითებული). შემუშავებულ იქნას ბანერების და საჩრდილობლის განთავსების სხვა ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც არ იქნება ამოვარდნილი არსებული განაშენიანებიდან. აღნიშნულის შესაბამისად უნდა წარმოადგინოთ განახლებული ფოტომონტაჟი, დეტალურად მასალისა და ზომების დატანით, რამოდენიმე ხედის ფიქსაციით. ამასთანავე გაცნობებთ: 1. გაურკვეველია საპროექტო არეალის, სარეკონსტრუქციო ჯიხურისა და ღობის ზუსტი ადგილმდებარეობა. გამომდინარე აქედან "ფაილის მიმაგრება" გრაფაში უნდა ატვირთოთ საკადასტრო გეგმა, მასზე საპროექტო ტერიტორიის, სარეკონსტრუქციო ჯიხურისა და ღობის მონიშვნით. აქვე გაითვალისწინეთ, რომ #2 შენობა–ნაგებობა უნებართვოდ არის მოწყობილი (თანახმად ამონაწერისა საჯარო რეესტრიდან), ასევე საკადასტრო გეგმაზე არ ფიქსირდება ჯიხური. გაითვალისწინეთ უნებართვო ობიექტებზე რაიმე სახის რეკონსტრუქციის განხორციელება, მათ შორის აბრებისა და საჩრდილობლის მოწყობა დაუშვებელია. 2. "მოთხოვნის ტექსტი"–ს გრაფაში განიმარტოს ის გარემოება, რომ სარეკლამო აბრებთან ერთად იგეგმება საჩრდილობლის მოწყობაც. აქვე იქნას მითითებული ინფორმაცია საჩრდილობლის კონსტრუქციული ნაწილის შესახებ (განიმარტოს რას უნდა დაეყრდნოს საჩრდილობელი და რა სახით უნდა იქნას იგი განთავსებული) და ის გარემოება თუ ვის საკუთრებაში ირიცხება ის ღობე, რომელზედაც იგეგმება ბანერის გაკვრა (თუ ღობე მომიჯნავე ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებშია მოქცეული, ასეთ შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა აღნიშნული ღობის მესაკუთრის თანხმობა, მასზე ბანერის განთავსებასთან დაკავშირებით); რაც შეეხება ნომენკალტურას, თქვენს მიერ შერჩეულ ნომენკლატურასთან ერთად ("აბრებისა და რეკლამების განთავსება" – "ქმედებები "ახალი მშენებლობა"), დამატებით უნდა აირჩიოთ: "I კლასი - მცირე არქიტექტურული ობიექტები" – "საჩრდილობლის მოწყობა" – ქმედებები "რეკონსტრუქცია". ამისათვის გეძლევათ ნომენკალტურის ცვლილების ღილაკით სარგებლობის უფლება.

    Show more
  2. 22 November 2013Decision1009667
  3. 19 November 2013Files uploaded

Documents

Other files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal