ქალაქი თბილისი , დიდი დიღომი , I და III მ/რ შორის (ნაკვ.1/32)
Decision
- Decision number
- 1070916
- Decision date
- 8 January 2014
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლევან სეფერთელაძე
- Organization
- 3801
- Developer (company ID)
- 202907541
Parcel
- Cadastral code
- 01.10.06.001.128
- Owner
- შპს "დ პლუსი" (202907541)
- Area
- 2,700 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.06.001.128Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1183250
- Status
- Approved
- Registered
- 9 December 2013
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 30 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 8 January 2014City answer
ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 16.10.2008 წ. #994 ქალაქმშენებლობითი პირობებისა და ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 17 დეკემბრის #01/1937 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 09 დეკემბერს #AR1183250 განცხადებით მომართა შპს „დ პლუსი“–ს დირექტორმა დავით ხარაბაძემ და მის მიერ უფლებამოსილმა პირმა ლევან სეფერთელაძემ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 16.10.2008 წ. დამტკიცებული #994 ქალაქმშენებლობითი პირობებისა და ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 17 დეკემბრის #01/1937 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ ქ. თბილისში, დიდი დიღმის I და III მ/რ–ს შორის, შპს „დ პლუსი“–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვ. #01/32) მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი, საოფისე) განთავსების მიზნით დამტკიცდა #994 ქალაქმშენებლობითი პირობები. ხოლო, ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 17 დეკემბრის #01/1937 ბრძანებით შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ირკვევა, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთი (ს/კ: 01.10.06.01.032) გაიმიჯნა ორ საკადასტრო ერთეულად. #01.10.06.001.127 საკადასტრო ერთეულის მესაკუთრეს წარმოადგენს მერაბ თავშავაძე, ხოლო #01.10.06.001.128 საკადასტრო ერთეულის მესაკუთრეს წარმოადგენს საპროექტო დოკუმენტაციაში მითთებული დამკვეთი – შპს „დ პლუსი“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემის შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლში მითითებული საფუძვლების გარდა შეიძლება იყოს ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ვინაიდან დამკვეთს აღარ გააჩნია სამსახურის მიერ გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების ინტერესი, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა ძალადაკარგულად გამოაცხადოს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 16.10.2008 წ. #994 ქალაქმშენებლობითი პირობები და ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 17 დეკემბრის #01/1937 ბრძანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის, "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა შესაბამისად, ვბრძანებ: ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 16.10.2008 წ. #994 ქალაქმშენებლობითი პირობები და ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 17 დეკემბრის #01/1937 ბრძანება. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 8 January 2014Decision1070916 - Granted
- 30 December 2013City answer
- 30 December 2013Files uploaded
Documents
Other files1
- mindobiloba.PDFOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal