ქალაქი თბილისი , დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორია
Decision
- Decision number
- 1098207
- Decision date
- 28 January 2014
- Outcome
- Granted
- Construction period
- 9 December 2013 – 9 December 2014
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი მუხიაშვილი
- Developer (company ID)
- 445431097
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.012.740
- Owner
- ლამზირა კოროშინაძე (P/N: *********67)
- Area
- 550 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.012.740Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1188684
- Status
- Approved
- Registered
- 6 January 2014
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 22 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 28 January 2014City answer
ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექურის სამსახურის 2013 წლის 09 დეკემბრის #1034100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 06 იანვარს #AR1188684 ერთობლივი განცხადებით მომართეს გიორგი მუხიაშვილმა და შ.პ.ს. ‘’პროფილ ბილდინგის’’ დირექტორმა რომან კუნჭულიამ და მოითხოვეს სამსახურის 2013 წლის 09 დეკემბრის #1034100 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დამკვეთად, ლამზირა კოროშინაძის ნაცვლად, შპს ‘’პროფილ ბილდინგის’’ დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 09 დეკემბრის #1034100 ბრძანებით, ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო–საცდელი მეურნეობის ტერიტორია, ლამზირა კოროშინაძის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი #012/740) შეთანხმდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 09 დეკემბრიდან 2014 წლის 09 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ინდივიდუალურ ადიმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დამკვეთად მითითებულია ლამზირა კოროშინაძე. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის #882013616028, მომზადების თარიღი: 18.12.2013 წ., საკადასტრო კოდი: #01.72.14.012.740) საფუძველზე დასტურდება, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დღეის მდგომარეობით წარმოადგენს შპს ‘’პროფილ ბილდინგი’’. ხოლო, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ შპს ‘’პროფილ ბილდინგის’’ დირექტორია რომან კუნჭულია, ხოლო 100%–იანი წილის მფლობელს წარმოადგენს სამსახურის 2013 წლის 09 დეკემბრის #1034100 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებული ლამზირა კოროშინაძე. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 20-ე მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ვინაიდან საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებულია შპს „პროფილ ბილდინგი’’, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და ცვლილების შეტანა 2013 წლის 09 დეკემბრის #1034100 ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტში, კერძოდ, დამკვეთად, ლამზირა კოროშინაძის ნაცვლად, შპს ‘’პროფილ ბილდინგის’’ დაფიქსირება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1.შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 09 დეკემბრის #1034100 ბრძანებაში კერძოდ, დამკვეთად, ლამზირა კოროშინაძის ნაცვლად, დაფიქსირდეს შპს ‘’პროფილ ბილდინგი’’. 2.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 09 დეკემბრის #1034100 ბრძანებასთან ერთად. 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის. შარტავას ქ. N7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 28 January 2014Decision1098207 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal