OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა დელისის , N 2

AR1194600Construction permitOther use4 February 2014- Nutsubidze
Sign in to follow

Decision

Decision number
1118822
Decision date
11 February 2014
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
აკაკი გრძელიშვილი
Developer (company ID)
404914287

Parcel

Cadastral code
01.10.15.007.039
Owner
შპს "MODERN GEORGIAN HOUSE" (404899428) (404899428)
Area
903 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1194600
Status
Approved
Registered
4 February 2014
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 11 February 2014City answer

    ქ. თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11.11.2013წ. #991461 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 02.04.2014წ., #AR1194600 განცხადებით მომართეს მოქალაქეებმა აკაკი გრძელიშვილმა და ანდრო დოლიძემ და მოითხოვეს ამავე სამსახურის 11.11.2013წ., #991461 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, აღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში დამკვეთად შპს „MODERN GEORGIAN HOUSE"–ის ნაცვლად შპს „ნიუ ჰაუსის“ დაფიქსირება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 11.11.2013წ., #991461 ბრძანებით, ქ. თბილისში, სექტორი - საბურთალო, დელისის ქუჩა, #2–ში, შპს „MODERN GEORGIAN HOUSE”-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი 01.10.15.007.039), შეთანხმდა სტუდენტური საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 11 ნოემბრიდან 2016 წლის 11 იანვრის ჩათვლით, ხოლო დამკვეთად დაფიქსირდა შპს „MODERN GEORGIAN HOUSE”. განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი 30.01.2014წ. „გადახდის განვადების უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ“ ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #140078564) თანახმად, შპს „ნიუ ჰაუსს“ საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, დელისის ქუჩა, #2 (საკ. კოდი 01.10.15.007.039), ხოლო წარმოდგენილი 18.12.2013წ. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ნიუ ჰაუსს“ გადაეცა მიწის ნაკვეთზე (სარეგისტრაციო ზონა – თბილისი, კოდი – 01, სექტორი საბურთალო, კოდი – 10, კვარტალი – 15, ნაკვეთი – 007/039, ნაკვეტის ტიპი – თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია – არასასოფლო–სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 903 კვ.მ.) ასაშენებელი მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობასთან დაკავშირებული სამშენებლო დოკუმენტაცია, კერძოდ, მშენებლობის სანებართვო მოწმობა (გაცემული სამსახურის #991461 ბრძანებით), სტუდენტური საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურული პროექტი (დამტკიცებული სამსახურის #991461 ბრძანებით), მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი (დამტკიცებული სამსახურის #991461 ბრძანებით). „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ვინაიდან, სამსახურში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (მომზადების თარიღი 31/01/2014 10:40:47), შპს „ნიუ ჰაუსი“ წარმოადგენს უძრავი ქონების მესაკუთრეს და სამსახურში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ შპს „ნიუ ჰაუსს“ ასევე გადაეცა მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი #01.10.15.007.039) ასაშენებელი სტუდენტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებული სამშენებლო დოკუმენტაცია, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11.11.2013წ., #991461 ბრძანებაში, კერძოდ, დამკვეთად შპს „MODERN GEORGIAN HOUSE”–ის ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ნიუ ჰაუსი“. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11.11.2013წ., #991461 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარატავას ქ. #7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;

    Show more
  2. 11 February 2014Decision1118822 - Granted
  3. 4 February 2014Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal