OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა თ. ერისთავი , N 3 , (ნაკვ. 37/022)

AR1198821Construction permitOther use28 February 2014- Didube
Sign in to follow

Decision

Decision number
1154661
Decision date
5 March 2014
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით ნიშნიანიძე
Developer (company ID)
200237056

Parcel

Cadastral code
01.12.08.037.022
Owner
ი.ბ.ა. "ამირანი 2007" (200237056) (200237056)
Area
2,888 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1198821
Status
Approved
Registered
28 February 2014
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
5 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 5 March 2014City answer

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08.01.2014წ. #1068900 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 02/20/2014წ. #AR1198821 განცხადებით მომართა დავით ნიშნიანიძემ და მოითხოვა სამსახურის 08.01.2014წ. #1068900 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 08.01.2014წ. #1068900 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი - ნაძალადევი, თ. ერისთავის ქუჩა, N3, (ნაკვ. 37/022), თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი N01.12.08.037/022) შეთანხმდა მრავალფუნქციური, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებელი უთითებს, რომ ბრძანებაში არასწორად იქნა მითითებული საცხოვრებელი, კომერციული, საზაფხულო, დამხმარე და საერთო ფართობების ციფრობრივი მაჩვენებლები, კერძოდ: შეთანხმებული პროექტით საცხოვრებელი ფართობი შეადგენს 9661.43 კვ.მ-ს, ბრძანებაში კი დაფიქსირებულია 9626.2 კვ.მ; კომერციული ფართობი 1231.5 კვ.მ–ს ნაცვლად უნდა იყოს 1242.0კვ.მ; პროექტით გათვალისწინებული საზაფხულო ფართობი შეადგენს 901.7 კვ.მ-ს, ხოლო ბრძანებაში მითითებულია 918.0კვ.მ; არასწორადაა აგრეთვე დაფიქსირებული დამხმარე ფართობის ციფრობრივი მაჩვენებელი და 139.4 კვ.მ-ს ნაცვლად ბრძანებაში მითითებულია 145.3კვ.მ. აღნიშნულის გამო იცვლება საერთო ფართობის მაჩვენებელშიც, კერძოდ ბრძანებაში ნაცვლად 14 787.03 კვ.მ-ისა დაფიქსირებულია 14 763.5 კვ.მ. სამსახურმა შეადარა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს და დაადგინა, რომ გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეესაბამება შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 63-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დამკვეთის მიერ ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების მითითების დროს დაშვებული იქნა შეცდომა, რაც შესაბამისად აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს ცვლილება ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში, ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების განსაზღვრის ნაწილში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08.01.2014წ. #1068900 ბრძანებაში და საცხოვრებელი, კომერციული, საზაფხულო, დამხმარე და საერთო ფართობები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: • საერთო ფართობი: 14 787.03 კვ.მ. • საცხოვრებელი ფართობი: 9661.43 კვ.მ. • კომერციული ფართობი: 1242.0კვ.მ. • საზაფხულო ფართობი: 901.7 კვ.მ. • დამხმარე ფართობი: 139.4 კვ.მ. 2.დანარჩენ ნაწილში ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08.01.2014წ. #1068900 ბრძანება დარჩეს უცვლელი; 3.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08.01.2014წ. #1068900 ბრძანებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის. შარტავას ქ. N7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 5 March 2014Decision1154661 - Granted
  3. 28 February 2014City answer

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal