OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა აბაშიძე , N 21ა / ქალაქი თბილისი , ირაკლი აბაშიძისა და არაყიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვეთი 16/024)

AR1203407Construction permitOther use11 March 2014
Sign in to follow

Decision

Decision number
1164421
Decision date
12 March 2014
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი ინასარიძე
Developer (company ID)
404446649

Parcel

Cadastral code
01.14.11.016.039
Owner
შპს "აი-ემ-ჯი დეველოპმენტი" (404446649)
Area
591 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1203407
Status
Approved
Registered
11 March 2014
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 12 March 2014City answer

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 28.02.2014 წლის #1148263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 11 მარტს #AR1203407 განცხადებით მომართა გიორგი ინასარიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 28.02.2014 წლის #1148263 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 28.02.2014 წლის #1148263 ბრძანებით ქ. თბილისში, აბაშიძის ქ. #21ა / ქალაქი თბილისი, ირაკლი აბაშიძისა და არაყიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვეთი 16/024) არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი #01.14.11.016.039) შეთანმხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისას შეცდომით იქნა მითითებული საზაფხულო ფართობის ციფრობრივი მაჩვენებელი, რის გამოც 28.02.2014 წლის #1148263 ბრძანებაში მითითებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელი არ შეესაბამება გრაფიკული დოკუმენტაციის მონაცემებს, კერძოდ: საზაფხულო ფართობი 64.9 კვ.მ.–ს ნაცვლად შეადგენს 496.6 კვ.მ.–ს. სამსახურმა შეადარა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს და დაადგინა, რომ გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეესაბამება შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 63-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დამკვეთის მიერ ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების მითითების დროს დაშვებული იქნა შეცდომა, რაც შესაბამისად აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს ცვლილება ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში, ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების განსაზღვრის ნაწილში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 28.02.2014 წლის #1148263 ბრძანებაში და საზაფხულო ფართობად მიეთითოს 496.6 კვ.მ. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 28.02.2014 წლის #1148263 ბრძანებასთან ერთად; ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქ. №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 12 March 2014Decision1164421 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal