ქალაქი თბილისი , ქუჩა ბროსე , N 2
Decision
- Decision number
- 1270615
- Decision date
- 15 May 2014
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ბესარიონ კალანდაძე
- Developer (company ID)
- 203825682
Parcel
- Cadastral code
- 01.15.04.005.037
- Owner
- სააქციო საზოგადოება "აიდეკო" (203825682) (203825682)
- Area
- 4,361 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.15.04.005.037Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1217258
- Status
- Approved
- Registered
- 5 May 2014
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 10 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 15 May 2014City answer
არქიტექტურის სამსახურის 20.05.2013 წ. №689253 და 16.06.2012 წ. №724947 ბრძანებებში ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს (შემდგომში – არქიტექტურის სამსახური) 05.05.2014 წ. №AR1217258 ელექტრონული განაცხადით მომართა ბესარიონ კალანდაძემ და მოითხოვა არქიტექტურის სამსახურის 20.05.2013 წ. №689253 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება. არქიტექტურის სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა შემდეგი: არქიტექტურის სამსახურის 20.05.2013 წ. №689253 ბრძანებით შეთანხმებული იქნა ქ. თბილისში, სექტორი მთაწმინდა, ბროსეს ქ. №2–ში, სს „აიდეკო“–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, ხოლო 17.06.2013 წ. №724947 ბრძანებით გაცემული იქნა აღნიშნული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის მშენებლობის ნებართვა. 05.05.2014 წ. №AR1217258 განცხადებიდან ირკვევა, რომ ბესარიონ კალანდაძის მოთხოვნას წარმოადგენს 20.05.2013 წ. №689253 ბრძანებაში კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ნაცვლად რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების დაფიქსირება. აღსანიშნავია, რომ 13.05.2013 წ. №1130926 განცხადება, რომლის საფუძველზეც გამოცემული იქნა არქიტექტურის სამსახურის 20.05.2013 წ. №689253 ბრძანება, არქიტექტურის სამსახურის ვებ–გვერდზე ატვირთულია რეკონსტრუქციის ნომენკლატურაში და განცხადებით მოთხოვნილია რეკონსტრუქციის პროექტის შეთანხმება. ამასთან, არქიტექტურის სამსახურის 20.05.2013 წ. №689253 ბრძანების გამოცემის მომენტისთვის, ქ. თბილისში, სექტორი მთაწმინდა, ბროსეს ქ. №2–ში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 01.06.2012 წ. №ბ–07/69843–16 ბრძანების საფუძველზე მიღებული იყო ექსპლუატაციაში, როგორც მშენებლობადამთავრებული ობიექტი. ზემოაღნიშნული გარემოებებით დგინდება, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ 20.05.2013 წ. №689253 ბრძანებაში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა და ბრძანებით, ნაცვლად რეკონსტრუქციის არქიტეტურული პროექტისა, შეთანხმებული იქნა კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. იგივე შეცდომა იქნა დაშვებული არქიტექტურის სამსახურის 16.06.2012 წ. №724947 ბრძანებაშიც, რომლითაც გაცემული იქნა კორექტირებული არქიტექტურული პროექტის მშენებლობის ნებართვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, არქიტეტურის სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია 20.05.2013 წ. №689253 და 16.06.2012 წ. №724947 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა არქიტექტურის სამსახურის 20.05.2013 წ. №689253 და 16.06.2012 წ. №724947 ბრძანებებში და „კორექტირებული არქიტექტურული პროექტი“–ს ნაცვლად მითითებული იქნას „რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი“. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას არქიტექტურის სამსახურის 20.05.2013 წ. №689253 და 16.06.2012 წ. №724947 ბრძანებებთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 15 May 2014Decision1270615 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal