ქალაქი თბილისი , გურამიშვილის გამზირსა და ქვიშხეთის ქუჩის გადაკვეთასთან
Decision
- Decision number
- 1312545
- Decision date
- 9 June 2014
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დემურ ქურდაძე
- Developer (company ID)
- 200013822
Parcel
- Cadastral code
- 01.12.08.007.042
- Owner
- შპს "ბერიკა" (200013822)
- Area
- 95 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.12.08.007.042Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1226614
- Status
- Not reviewed
- Registered
- 5 June 2014
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 4 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 9 June 2014City answer
თქვენი AR1226614 05.06.2014 განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით #01.12.08.007.042 დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი რუკის მიხედვით მდებარეობს საზოგადოებრივ–საქმიან ზონა 2 (სსზ–2)–ში, რომელიც ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება #4-13 ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები”-ს მიხედვით წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საზოგადოებრივ–საქმიანი ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები. შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის არსებობა, რეკომენდირებულია არა უმეტეს საერთო ოდენობის 25%-ის. (25.11.2011 N 12-55) აღნიშნულ ზონაში ასევე დასაშვებია დანართით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობების არსებობა. ქალაქთმშენებლობითი პარამეტრებია: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტია კ–1=0,7, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტია კ–2=4.6, მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტია კ–3=0,1. ვინაიდან წარმოდგენილი ზონისთვის 95 კვ.მ მიწის ნაკვეთი არის ფართობით მცირე, განსახილველად დამატებით უნდა წარმოადგინოთ საპროექტო ობიექტის ესკიზური ვარიანტი pdf ფაილი და არსებულ გარემოში საპროექტო ობიექტის განთავსების ფოტომონტაჟი. ამასთან, როგორც სამსახურის ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ფიქსირედება საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით #01.12.08.007.042 საზღვრების გადაფარვა მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან საკადასტრო კოდით #01.12.08.007.002. საკადასტრო მონაცემების გასასწორებლად უნდა მიმართოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც უნდა წარადგინოთ თქვენი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია (UTM კოორდინატთა სისტემაში). დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი ფოტომასალის მიხედვით ტერიტორიაზე განთავსებულია შენობა–ნაგებობა, რომელიც საკადასტრო გეგმაზე დატანილი არ არის, შესაბამისად მოთხოვნის ტექსტში უნდა დააკონკრეტოთ აპირებთ აღნიშნული ნაგებობის დემონტაჯს თუ გამიზნული გაქვთ რეკონსტრუქცია, რეკონსტრუქციის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ მისი მშენებლობის კანონიერი საფუძველი. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მომზადებისთვის განკუთვნილი ვადა განისაზღვრება 12 სამუშაო დღით. განცხადება სამსახურში შემოსულია 2014 წლის 05 ივნისს, საკითხის განსახილველად სამსახურმა გამოიყენა 3 სამუშაო დღე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის შესაბამისად თქვენ გეძლევათ განაცხადის გამოგზავნიდან 20 დღიანი ვადა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოსადგენად, რომლის შემდეგ სამსახურს დარჩენილი აქვს 9 სამუშაო დღე. თუ განმცხადებლის მიერ დანიშნულ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია საკითხი დარჩეს განუხილველი. გაცნობებთ, რომ ახალი განაცხადის წარმოდგენამდე ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება არის შეჩერებული და განახლდება დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ.
Show moreShow less
- 9 June 2014Decision1312545 - Other
- 5 June 2014Files uploaded
Documents
Other files1
- Full page photo.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal