ქალაქი თბილისი , გამზირი დ.გურამიშვილი , N 84 / ქალაქი თბილისი , დ. გურამიშვილის გამზირი N41-ის მოპირდაპირე მხარეს, ელმავალმშენებელი ქარხნის ღობესთან
Decision
- Decision number
- 1334376
- Decision date
- 1 July 2014
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თამაზი მურვანიძე
- Developer (company ID)
- 400034039
Parcel
- Cadastral code
- 01.12.01.003.107
- Owner
- შპს "ალთენი" (400034039)
- Area
- 5,945 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.12.01.003.107Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1228311
- Status
- Rejected
- Registered
- 11 June 2014
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 20 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 1 July 2014Decision1334376 - Refused
- 1 July 2014City answer
თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 06/11/2014წ. #AR1228311 განაცხადი, რომლითაც ითხოვთ ამავე სამსახურის 16.04.2014წ. #1222356 ბრძანებაში, შენობა-ნაგებობის მონაცემების ნაწილში ცვლილების შეტანას და ნაცვლად III კლასისა II კლასის დაფიქსირებას. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 16.04.2014წ. #1222356 ბრძანებით, ქ. თბილისში, გამზირი დ. გურამიშვილი #84 / ქალაქი თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი #41-ის მოპირდაპირე მხარეს, ელმავალმშენებელი ქარხნის ღობესთან, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი #01.12.01.003.107), შეთანხმდა ავტოტექმომსახურების ობიექტის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. თავისი მახასიათებლებით, ობიექტი მიკუთვნებულ იქნა III კლასს, რაც ასევე აისახა ბრძანებაში. განმცხადებლის განმარტებით, შეთანხმებული ობიექტის კლასის განსაზღვრისას დაშვებულ იქნა შეცდომა და ობიექტი თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება II კლასს, რის გამოც, დღეისათვის, ითხოვს შევიდეს ცვლილება ბრძანებაში და შენობა-ნაგებობის მონაცემების ნაწილში დაფიქსირდეს II კლასი. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით, ამასთანავე, თუ ერთ კონკრეტულ შენობა-ნაგებობას აქვს სხვადასხვა კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლები, მაშინ შენობა-ნაგებობის კლასს განსაზღვრავს მისი ყველაზე მაღალი მახასიათებელი. ამავე დადგენილების მიხედვით, მესამე კლასს განეკუთვნება განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ განისაზღვრება - სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 300 მ2-დან 6 000 მ2-მდე ფართობის (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისათვის სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 500 მ2-დან 6000 მ2-მდე ფართობის), 12 მ-დან 22 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 4 მ-ზე მეტი ჩაღრმავების მქონე შენობა. სამსახურის მიერ გადამოწმებული იქნა 16.04.2014წ. #1222356 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი და დადგინდა, რომ ობიექტის ჯამური ფართობი წარმოადგენს 451.6 კვ.მ.–ს და ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შენობა-ნაგებობის კლასს განსაზღვრავს მისი ყველაზე მაღალი მახასიათებელი, შეთანხმებული ობიექტი განეკუთვნება III კლასის შენობა–ნაგებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს წინამდებარე განაცხადით მოთხოვნილი ცვლილება და ობიექტი მიაკუთვნოს II კლასს.
Show moreShow less
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal