ქალაქი თბილისი , დასახლება ვარკეთილი-3 , მიკრო/რაიონი III , კორპუსი 301 , მიმდებარედ , ნაკვეთი 26/014
Decision
- Decision number
- 1342099
- Decision date
- 23 June 2014
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნუგზარი მღვდელაძე
- Organization
- 3589
- Developer (company ID)
- 206149522
Parcel
- Cadastral code
- 01.19.39.026.014
- Owner
- შპს "ვარკეთილაირი" (206149522)
- Area
- 1,943 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.19.39.026.014Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1228732
- Status
- Approved
- Registered
- 20 June 2014
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 3 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 23 June 2014City answer
ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 მარტის #1185155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 13 ივნისს #AR1228732 განცხადებით მომართა შპს „ვარკეთილაირი“–ს დირექტორმა ნუგზარ მღვდელაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2014 წლის 25 მარტის #1185155 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 მარტის #1185155 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - სამგორი, დასახლება ვარკეთილი-3, მ/რ III, კორპუსი #301–ის მიმდებარედ შპს "ვარკეთილაირი"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ:01.19.39.026.014) მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნულ ბრძანებაში არასწორად აისახა შენობის საერთო, საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობების ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები. სამასხურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს შპს „ვარკეთილაირი“–ს დირექტორის ნუგზარ მღვდელაძის 2014 წლის 13 ივნისის #AR1228732 განცხადება; 2. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 მარტის #1185155 ბრძანებაში. კერძოდ, საერთო ფართობი ნაცვლად 2614.86 კვ.მ–ისა დაფიქსირდეს 2604.09 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი ნაცვლად 1469.43 კვ.მ–ისა დაფიქსირდეს 1460.61 კვ.მ; საზაფხულო ფართობი ნაცვლად 185.45 კვ.მ–ისა დაფიქსირდეს 183.50 კვ.მ; 3. 2014 წლის 25 მარტის #1185155 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 მარტის #1185155 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქ. #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 23 June 2014Decision1342099 - Granted
- 18 June 2014City answer
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal