OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა წულაძე , N 22

AR1233695Construction permitOther use1 July 2014- Samgori
Sign in to follow

Decision

Decision number
1376634
Decision date
24 July 2014
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
რობიზონ გეთიაშვილი
Developer (company ID)
206051396

Parcel

Cadastral code
01.17.11.034.051
Owner
შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადა" (206051396)
Area
3,615 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1233695
Status
Approved
Registered
1 July 2014
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
23 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 24 July 2014City answer

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 აპრილის #01/647 ბრძანების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 1 ივლისს #AR1233695 განცხადებით მომართეს რობიზონ გეთიაშვილმა და შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადას" დირექტორმა გოჩა აბდუშელიშვილმა. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2011 წლის 1 აპრილის #01/647 ბრძანების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 აპრილის #01/647 ბრძანებით ქ. თბილისში, წულაძის ქ. #22–ში, შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადას" კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკ. #034/015) შეთანხმდა „ა“ ბლოკის (არსებული შენობა, სპორტდარბაზი და სასადილო) კორექტირებული არქიტექტურტული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ამავე ბრძანებით ცვლილება შევიდა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 12 აგვისტოს #01/1758 ბრძანებაში, კერძოდ, „ა“ ბლოკისა (არსებული შენობა, სპორტდარბაზი და სასადილო) და „ბ“ ბლოკის (მარანი) ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ჩამოყალიბდა ცალ–ცალკე. განმცხადებლები ითხოვენ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 აპრილის #01/647 ბრძანების ნაწილობრივ ძალდაკარგულად გამოცხადებას, ვინაიდან დამკვეთს აღარ გააჩნია ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე „ბ“ ბლოკის (მარანი) მშენებლობის ინტერესი. ამასთან, განმცხადებელთა მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან ირკვევა, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთზე „ბ“ ბლოკის (მარანი) მშენებლობა არ განხორციელებულა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემის შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლში მითითებული საფუძვლების გარდა შეიძლება იყოს ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან 2011 წლის 1 აპრილის #01/647 ბრძანების საფუძველზე დამკვეთს აღარ გააჩნია „ბ“ ბლოკის (მარანი) მშენებლობის განხორციელების ინტერესი და ვინაიდან, აღნიშნული აქტის საფუძველზე „ბ“ ბლოკის (მარანი) მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა და შესაბამისად, არ არის ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოები, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებელთა მოთხოვნა და ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოაცხადოს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 აპრილის #01/647 ბრძანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის, "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა შესაბამისად, ვბრძანებ: ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 აპრილის #01/647 ბრძანება, კერძოდ, „ბ“ ბლოკის (მარანი) არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ნაწილში. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 20 აგვისტოს #01/1203, 2010 წლის 12 აგვისტოს #01/1758 და 2011 წლის 1 აპრილის #01/647 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 24 July 2014Decision1376634 - Granted
  3. 7 July 2014City answer
  4. 7 July 2014Files uploaded
  5. 1 July 2014Files uploaded

Documents

Other files2

  • Gengegma, A-blokis eqspluataciashi mighebis dokumenti.pdfOpen ↗
  • Fotoebi, Gengegma, Eqspluataciashi mighebis dokumenti.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal