; ქალაქი თბილისი , გამზირი მარშალ გელოვანი , მარჯვენა მხარეს, გაგარინის ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ, (ნაკვეთი N1/42)
Decision
- Decision number
- 53707
- Decision date
- 20 February 2012
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით კუპატაძე
- Developer (company ID)
- 211381413
Parcel
- Cadastral code
- 01.10.11.001.042
- Owner
- შპს "წყარო" (211381413) (211381413)
- Area
- 318 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.11.001.042Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR123915
- Status
- Rejected
- Registered
- 16 February 2012
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 4 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 20 February 2012City answer
2012 წლის 16 თებერვალს ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს AAR123915 განცხადებით მომართა მოქალაქე დავით კუპატაძემ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოითხოვა ქ. თბილისში, ვაკე–საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირის მარჯვენა მხარეს, გაგარინის ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ #01/42 მიწის ნაკვეთზე, შერეული ფუნქციის ობიექტის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემა. საქართველოს კანონის `სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ~ მე-5 მუხლის თანახმად, ქვეყნის მდგრადი განვითარების, მისი კავკასიური, ევროპული და მსოფლიო ინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით სივრცითი მოწყობა და ქალაქთმშენებლობა ხორციელდება შემდეგი პრინციპით: ქვეყნის ტერიტორიის ცალკეული ნაწილის გამოყენება და განვითარება უნდა შეესაბამებოდეს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საერთო პირობებს და მოთხოვნებს, ასევე მთელი ტერიტორიის გამოყენება და განვითარება უნდა ითვალისწინებდეს მისი შემადგენელი ნაწილების განვითარების პირობებსა და მოთხოვნებს. `ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ~ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების პირველი მუხლით თბილისის ტერიტორიებისა და განაშენიანების რეგულირების წესები მოიცავს დედაქალაქის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობებს. ამავე გადაწყვეტილების მე-8 მუხლის თანახმად, ცალკეული ტერიტორიებისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებაზე გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო (ქალაქ თბილისის მასშტაბით – არქიტექტურის სამსახური). ქალაქ თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის #24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული ს.ს.ი.პ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის `ა~ პუნქტის მიხედვით სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის `ვ~ ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის ფუნქციაა დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათში ცვლილებების შეტანა. ამავე პუნქტის `ფ~ ქვეპუნქტის მიხედვით სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის `ე~ ქვეპუნქტით სამსახურს თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება და სხვ. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე-3 მუხლის 36-ე პუნქტის თანახმად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები არის ,,პირობები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე. ამ პირობათა საფუძველზე დგება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები;~ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან და შესაბამისი რუკებიდან ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განმცხადებელი ითხოვს შერეული ფუნქციის ობიექტის განთავსებისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალზე, საზოგადოებრივ საქმიან ზონა 2 (სსზ-2)-
Show moreShow less
- 20 February 2012Decision53707 - Refused
- 16 February 2012Files uploaded
Some older entries, and the rest of very long texts, are not shown here.
Documents
Drawings and project files1
- gelovanis gamziri-diski.dwg
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal