OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ქუჩა თამარაშვილი , N 13 , (ნაკვეთი N4/66)

AR1245983ReconstructionOther use22 August 2014- Tskneti
Sign in to follow

Decision

Decision number
1456996
Decision date
1 September 2014
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ნინო მამულია
Developer (company ID)
404916882

Parcel

Cadastral code
01.10.16.004.066
Owner
შპს "თამარაშვილის 13" (404916882) (404916882)
Area
15,000 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1245983
Status
Not reviewed
Registered
22 August 2014
Type
Reconstruction

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 19 September 2014Files uploaded
  2. 16 September 2014Files uploaded
  3. 16 September 2014Files uploaded
  4. 15 September 2014Files uploaded
  5. 1 September 2014City answer

    ქ. თბილისის მერიის სსიპ–ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომლითაც ითხოვთ ახლადაშენებული შენობის ფასადზე საჩრდილობლის მოწყობას. პასუხად გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის 2008 წლის 22 დეკემბრის #24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინიტსრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ”ფ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ”ე” ქვეპუნქტით სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან საპროექტო ობიექტი მდებარეობს ქალაქის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ადგილზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენობა-ნაგებობებს და მათზე განთავსებულ კონკრეტული დეტალების ვიზუალურ მხარეს და შენობა, რომელზეც დაგეგმილი გაქვთ საჩრდილობლის მოწყობა არის ახლად აშენებული, არქიტექტურული თვალსაზრისით ჩამოყალიბებული იერსახის მქონე შენობა, სამსახურს წარმოდგენილი ფოტომონტაჟის მიხედვით ინდივიდუალურად, მხოლოდ თქვენი კუთვნილი ფართის ფასადზე საჩრდილობლის მოწყობა მიზანშეწონილად მიაჩნია იმ აუცილებელი პირობის გათვალისიწნებით, თუ შემუშავდება ერთიანი ესკიზი, რომელიც გაითვალისწინებს შენობის მთელ ფასადზე, ანალოგიურ ადგილებში საჩრდილობლების მოწყობას, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული სამუშაოების განორციელებაზე შესაბამისი წერილობითი თანხმობა გაიცემა ყველასათვის ინდივიდუალურად. თუმცა პირველ რიგში უნდა მოიპოვოთ აღნიშნული ახალაშენებული შენობის ავტორის (არქიტექტორის) თანხმობა თქვენს მიერ განსახორციელებელ სამუშაოებზე, სასურველია ერთიანი ესკიზი შემუშავებულ იქნას პროექტის ავტორის მიერ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინების შემდგომ დამატებით წარმოსადგენი იქნება: –ველში „არსებული სიტუაციის ფოტოსურათები“–ს უნდა აიტვირთოს შედარებით შორი მანძილიდან გადაღებული ფოტომასალა, ხოლო „ფოტომონტაჟი“–ს ველში აიტვირთოს განახლებულ ფოტომასალაზე დამუშავებული ერთიანი ესკიზის ფოტომონტაჟი საპროექტო ფართის მონიშვნით, ასევე წარმოდგენილი იქნას საკადასტრო გეგმა საპროექტო ფასადის მონიშვნით. –განსაზღვრეთ განაცხადის მდებარეობა რუკაზე" ველში – საკადასტრო ერთეულის დამატებაში, საკადასტრო კოდში მიუთითეთ სარეკონსტრუქციო ფართის მთლიანი საკადასტრო კოდი, წილობრივი მონაცემებით ან „ფაილის მიმაგრების“ ველში აიტვირთოს ფართის კუთვნილების დამადასტურებელი საბუთი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. –ვინაიდან განცხადების შევსებისას არ იქნა მოწოდებული ინფორმაცია საპროექტო ფართის საკადასტრო კოდის წილობრივ მონაცემების შესახებ, გაურკვეველია საპროექტო ფართის მესაკუთრის ვინაობა. გამომდინარე აქედან გაცნობებთ, რომ არქიტექტურის სამსახურს განცხადებით უნდა მომართოს საპროექტო ფართის მესაკუთრემ, მოსარგებლემ ან მათმა მინდობილმა პირმა (მინდონილობა ატვირთული უნდა იყოს წარმომადგენლის მინდობილობა/რწმუნებულების ველში). თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.

    Show more
  6. 1 September 2014Decision1456996
  7. 22 August 2014Files uploaded

Documents

Other files6

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal