OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა ცაგარელი , N 10

AR1248110Construction permitOther use2 September 2014
Sign in to follow

Decision

Decision number
1466221
Decision date
23 September 2014
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
იოსებ მდინარაძე
Developer (company ID)
405018591

Parcel

Cadastral code
01.10.14.020.026
Owner
ე.ს. ამხანაგობა "ცაგარელი-10".
Area
713 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1248110
Status
Approved
Registered
2 September 2014
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
21 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 23 September 2014City answer

    ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 მარტის #1187221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 02 სექტემბრის #AR1248110 განცხადებით მომართა შპს „ცაგარელის 10“–ის დირექტორმა იოსებ მდინარაძემ და მოითხოვა სამსახურის 2014 წლის 07 აპრილის #1206531 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დამკვეთად, უშანგი მდინარაძის, გრიგორი მიქელაძის და ნანი ჭუმბურიძის ნაცვლად, შპს „ცაგარელის 10“–ის დაფიქსირება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2014 წლის 07 აპრილის #1206531 ბრძანებით, ქ. თბილისში, სექტორი – საბურთალო, ცაგარელის ქუჩა, №10-ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.10.14.020.026) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 07 აპრილიდან 2017 წლის 07 აპრილის ჩათვლით. ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 07 აპრილის #1206531 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულნი არიან უშანგი მდინარაძე, გრიგორი მიქელაძე და ნანი ჭუმბურიძე. დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერში (რეგისტრაციის #882014280659, მომზადების თარიღი: 18/06/2014წ. მიწის ნაკვეთის ს/კ #01.10.14.020.026) მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ დაფიქსირებულია შპს „ცაგარელის 10“. 2014 წლის 02 სექტემბრის #AR1159827 განაცხადზე წარმოდგენილია შესაბამისი წესით დამოწმებული 2014 წლის 27 მაისის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, „მესაკუთრეები (უშანგი მდინარაძე, გრიგორი მიქელაძე და ნანი ჭუმბურიძე) მიწის ნაკვეთთან ერთად დეველოპერს (შპს „ცაგარელის 10“) საკუთრებაში გადასცემენ ქ.თბილისი, ცაგარელის ქ. #10 მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტს, მშენებლობის ნებართვას (შეთანხმებულია არქიტექტურის სამსახურში), კონსტრუქციულ პროექტს და ყველა აუცილებელ დოკუმენტაციასა და თანხმობას, რაც აუცილებელი იქნება ზემოხსენებულ მისამართზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობისთვის.“ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე–20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი.“ ვინაიდან, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ცაგარელის 10“, რომელსაც გააჩნია ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, ხოლო სამსახურის 2014 წლის 07 აპრილის #1206531 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებული უშანგი მდინარაძე, გრიგორი მიქელაძე და ნანი ჭუმბურიძე თანახმა არიან შევიდეს ცვლილება ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტში და დამკვეთად დაფიქსირდეს მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრე, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს.“ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1.შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 07 აპრილის #1206531 ბრძანებაში და დამკვეთად, უშანგი მდინარაძის, გრიგორი მიქელაძის და ნანი ჭუმბურიძის ნაცვლად, დაფიქსირდეს შპს „ცაგარელის 10“. 2.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 07 აპრილის #1206531 ბრძანებასთან ერთად. 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის. შარტავას ქ. #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 23 September 2014Decision1466221 - Granted
  3. 2 September 2014Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal