ქალაქი თბილისი , მასივი დიღომი , ლაღიძის ქ.N7
Decision
- Decision number
- 1475704
- Decision date
- 12 September 2014
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- კობა კობალაძე
- Developer (company ID)
- 201943905
Parcel
- Cadastral code
- 01.13.02.008.001
- Owner
- შპს "ურანტი" (201943905)
- Area
- 4,318 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.13.02.008.001Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1249277
- Status
- Not reviewed
- Registered
- 8 September 2014
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 4 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 12 September 2014City answer
თქვენი განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, დიღმის მასივი, ლაღიძის ქუჩა #7-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.13.02.008.001) ავტოსერვისის (კაპიტალური ბოქსები) მოსაწყობად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას, გაცნობებთ, რომ წარმოდგენილ საპროექტო ტერიტორიაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ სამეურნეო ნაგებობის და სავაჭრო პავილიონის (დროებითი სტატუსით) ასაშენებლად მომზადებულია #1008 (21.10.09) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, სადაც მითითებულია რომ ბოქსების განთავსებისას დაცული უნდა იქნას ქუჩიდან ჩაუხედაობის პრინციპი და მათთან მომსახურეობა უნდა მოხდეს ეზოს მხრიდან. აღნიშნული ქალაქმშენებლობითი პირობების საფუძველზე #01/1809 (02.12.2009) ბრძანებით შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი და გაცემულია მშენებლობის ნებართვა. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ კიდევ რაიმე ფუნქციის დამატება გთხოვთ დახარვეზებული მოთხოვნის ტექსტში დააფიქსიროთ მოთხოვნა. თუ არა და უნდა მიმართოთ სანებართვო განყოფილებას II (არქიტექტურული პროექტის შეთანხმება) და III (მშენებლობის ნებართვის გაცემა) სტადიის შეთანხმებისთვის. წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი-რუკის მიხედვით ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2), რომელიც მდებარეობს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, სადაც ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი -1-ით (იხ.დანართი) განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები. სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2)–ში მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტია (კ-1) = 0,2; მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მომზადებისთვის განკუთვნილი ვადა განისაზღვრება 12 სამუშაო დღით. განცხადება სამსახურში შემოსულია 2014 წლის 8 სექტემბერს. საკითხის განსახილველად სამსახურმა გამოიყენა 5 სამუშაო დღე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის შესაბამისად თქვენ გეძლევათ განაცხადის გამოგზავნიდან 15 დღიანი ვადა მოთხოვნის დასაკონკრეტებლად, რომლის შემდეგ სამსახურს დარჩენილი აქვს 7 სამუშაო დღე. თუ სამსახურის მიერ დანიშნულ ვადაში არ იქნება დაკონკრეტებული მოთხოვნა, საკითხი დარჩეს განუხილველი. ახალი განაცხადის წარმოდგენამდე ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება არის შეჩერებული და განახლდება ხსენებული განაცხადის წარმოდგენის შემდგომ. დანართი-1 სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას. ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: პარკი; ბაღი; სკვერი; ბულვარი; დეკორატიული გაფორმების ობიექტი; მცირე არქიტექტურული ფორმები: საპარკო პავილიონი, როტონდა, ფანჩატური, პერგოლა, ურნა, ტრელაჟი, საბავშვო მოედანი, შადრევანი, დეკორატიული აუზი, წყლის სასმელი შადრევანი, კასკადი, არხი, ღია კიბე და პანდუსი, საყრდენი კედელი და სხვ; სკულპტურულ-არქიტექტურული მონუმენტი; სპორტული მოედანი; პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი; სავაჭრო კიოსკი, სავაჭრო და საგამოფენო პავილიონი; ატრაქციონი; საწყალოსნო ობიექტი (ნავმისადგომი, ელინგი); საზოგადოებრივი ტუალეტი. ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი; სასტუმრო; სამაყურებლო ობიექტი (ესტრადა, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზი, ღია და გადახურული კინოთეატრი); სპორტულ-ფიზკულტურული ნაგებობა (სტადიონი, სათამაშო მოედანი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზები); სათამაშო ავტომატების დარბაზი, საბილიარდო, კაზინო და ა.შ.; ზოოპარკი; კაფე, რესტორანი; სასკოლო და სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზებული დაწესებულებები; სამეურნეო ობიექტი და მისი ფუნქციონერებისთვის განკუთვნილი ადმინისტრაციული შენობა, საყოფაცხოვრებო სათავსები, სახელოსნოები, გარაჟები და საწყობები); საკულტო შენობები და ნაგებობები; ღია მიწისქვეშა ავტოსადგომები.
Show moreShow less
- 12 September 2014Decision1475704
- 8 September 2014Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- TOPO GEGMA.dwg
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal