OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის IV მ/რ ; ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის IV მ/რ

AR1249956Construction permitOther use10 September 2014- Nutsubidze
Sign in to follow

Decision

Decision number
1508073
Decision date
1 October 2014
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ლევან ყურაშვილი
Developer (company ID)
204856012

Parcel

Cadastral code
01.14.02.009.013
Owner
შპს "იმედი-95" (204856012)
Area
7,589 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1249956
Status
Approved
Registered
10 September 2014
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
21 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 1 October 2014City answer

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 06 იანვრის #25 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 10 სექტემბერს #AR1249956 განცხადებით მომართა შპს „იმედი–95“–ის დირექტორმა ლევან ყურაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2011 წლის 06 იანვრის #25 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2011 წლის 06 იანვარს #01.14.02.009.001 (9543 კვ.მ) საკადასტრო ერთეულზე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობა–ნაგებობის აშენების მიზნით დამტკიცებულ იქნა #25 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 10 მარტის #01/441 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, (სექტორი ვაკე), ნუცუბიძის IV მ/რ–ში, (ნაკვეთი #009/001)–ში, შპს „იმედი–95“–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობა–ნაგებობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2011 წლის 17 მარტიდან 2012 წლის 17 იანვრის ჩათვლით. ხოლო, სამსახურის 01.10.2014 წლის #1501380 ბრძანებით არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ნაწილში ძალადაკარგულად გამოცხადდა სამსახურის 2011 წლის 10 მარტის #01/441 ბრძანება. დღეის მდგომარეობით განმცხადებელს აღარ გააჩნია აღნიშნული პირობების საფუძველზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. შესაბამისად, იგი ითხოვს სამსახურის 2011 წლის 06 იანვრის #25 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ძალადაკარგულად გამოცხადებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ვინაიდან განმცხადებელს აღარ გააჩნია სამსახურის მიერ გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი და ამასთან, სამსახურის 01.10.2014 წლის #1501380 ბრძანებით არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ნაწილში ძალადაკარგულად გამოცხადდა 2011 წლის 10 მარტის #01/441 ბრძანება, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია ძალადაკარგულად გამოაცხადოს ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 06 იანვრის #25 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს მოქალაქე ლევან ყურაშვილის 2014 წლის 10 სექტემბრის #AR1249956 განცხადება; 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 06 იანვრის #25 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 1 October 2014Decision1508073 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal