ქალაქი თბილისი , მაგნიტოგორსკის ქუჩაზე არსებული საზოგადოებრივი რეტერატის მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 1505088
- Decision date
- 23 September 2014
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- კნიაზ დასენი
- Developer (company ID)
- 406045649
Parcel
- Cadastral code
- 01.12.08.034.008
- Owner
- გურამ მესხი (P/N: *********64)
- Area
- 80 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.12.08.034.008Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1252068
- Status
- Rejected
- Registered
- 20 September 2014
- Type
- New construction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 3 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 23 September 2014City answer
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ განხილულ იქნა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, ქ. თბილისში, მაგნიტოგორსკის ქუჩაზე არსებული საზოგადოებრივი რეტერატის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: № 01.12.08.034.008) I კლასის კომერციული ობიექტის განთავსებას . ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის #6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცდა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. ვინაიდამ თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმისგრაფიკულინაწილის–რუკის, მიხედვით მდებარეობს სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1)–ში და „ქ. თბილისის ტერიტორიისგამოყენებისადა განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცებისშესახებ" ქალაქ თბილისისსაკრებულოს 2009 წლის 27 მარტისN4-13 გადაწყვეტილების თანახმად სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს არსებულ და საპროექტო (პერპექტიულ) ქუჩებს, გზებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს გზაგამტარებს, დროებით ავტოსადგომებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს (ჩამონათვალის ფარგლებში –ტროტუარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, დროებით ჯიხურებს, მიწისქვეშა შენობა-ნაგებობებს). ამ წესების შესაბამისად კომერციული შენობა–ნაგებობის მშენებლობა სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1)-ში ( სადაც ნებადართული არ არის თქვენს მიერ არჩეული ნომენკლატურის შესაბამისად I კლასის სავაჭრო ობიექტის განთავსება.) ამასთანავე ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის #24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ფ” ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება, სამსახურის უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადასინჯოს წარმოდგენილი საპროექტო ობიექტების ვიზუალური მხარე და მისი შემდგომი განვითარების კუთხე. ზემოაღნიშნული ვითარების გათვალისწინებით სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული მიწის ნაკვეთის განვითარება როგორც არქიტექტურულ-კომპოზიციური და მხატვრულ–ესთეტიკური, ასევე ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით ( არც დროებითი სტატუსით, რაც მოთხოვნის ტექსტშია ასახული), რის გამოც სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა. – სამსახურის მიერ გაცემული პასუხები აღნიშნული მიწის ნაკვეთის განვითარების შესაძლებლობაზე შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე www.tas.ge (№1314588 და №1096456 გადაწყვეტილება, ასევე №1408719 ბრძანება);
Show moreShow less
- 23 September 2014Decision1505088 - Refused
- 20 September 2014Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal