OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ქუჩა აგლაძე , N 37 , (ნაკვ.7/9)

AR1252178New constructionOther use22 September 2014- Didube
Sign in to follow

Decision

Decision number
1509186
Decision date
25 September 2014
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
იოსებ ფილიშვილი
Developer (company ID)
406059349

Parcel

Cadastral code
01.13.05.007.009
Owner
შპს "უნიცენტრი" (406059349) (406059349)
Area
3,172 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1252178
Status
Not reviewed
Registered
22 September 2014
Type
New construction

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
3 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 25 September 2014City answer

    ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის რეკონსტრუქციას (მიშენებით) გაცნობებთ , რომ ვინაიდან თქვენს მიერ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად ხორციელდება არსებულ შენობაზე მიშენება და რადგანაც შენობის კლასი განისაზღვრება რეკონსტრუქციის შემდგომ მიღებული შენობის საერთო მონაცემების გათვალისწინებით გაცნობებთ ,რომ საპროექტო მიშენება (რეკონსსტრუქციის შედეგად მიღებული პარამეტრებით) ვერ იქნება მოაზრებული I კლასის მახასიათებლების მქონე ობიექტად და არის ისეთი სახის რეკონსტრუქცია რაც საჭიროებს მშენებლობის ნებართვის გაცემას. “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 37-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად (გარდა განსაზღვრული გამონაკლისებისა). ამათგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდეგი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით თქვენს მიერ დაგეგმილი სამუშაოები საჭიროებს სამი სტადიის გავლას :–მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემა (I სტადია), II (არქიტექტურული პროექტის შეთანხმება) და III (მშენებლობის ნებართვის გაცემა ). ასევე გაცნობებთ რომ ქ. თბილისის 2008 წლის 22 დეკემბრის #24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინიტსრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ”ფ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ”ე” ქვეპუნქტით სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. სამსახურის უფლებამოსილებიდან გამომდინარე (გადასინჯოს წარმოდგენილი საპროექტო ობიექტების ვიზუალური მხარე და მისი შემდგომი განვითარების კუთხე) . ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე.<

    Show more
  2. 25 September 2014Decision1509186
  3. 22 September 2014Files uploaded

Some older entries, and the rest of very long texts, are not shown here.

Documents

Other files3

  • არსებული 11.pdfOpen ↗
  • ფოტომონტაჯიიი 11.pdfOpen ↗
  • gengegma ertad 222.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal