; ქალაქი თბილისი , გამზირი გელოვანი , N 1 , (ნაკვ.1/3)
Decision
- Decision number
- 81832
- Decision date
- 15 March 2012
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი გოგიბერიძე
- Organization
- 4065
- Developer (company ID)
- 211352917
Parcel
- Cadastral code
- 01.10.18.001.003
- Owner
- შპს "რენო" (211352917) (211352917)
- Area
- 4,060 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.18.001.003Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR125593
- Status
- Interim decision
- Registered
- 24 February 2012
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Waiting on
- the applicant
- since 15 March 2012 (5,366 days)
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 15 March 2012Decision81832 - Other
- 15 March 2012City answer
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 24.02.2012 წლის №არ125593 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ამავე სამსახურის 16.09.09 წ. №01/1349 ბრძანების ბათილად ცნობას. განგიმარტვთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა: მისი ძალაში შესვლის დღიდან; მისი ბათილად ცნობის დღიდან; მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით. შესაბამისად, კანონი გასაზღვრავს აქტის ბათილად ცნობის საფუძველს და მიუთითებს, რომ ბათილად ცნობილი შეიძლება იქნეს კანონსაწინააღმდეგო აქტი, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, როგორც საჯარო ასევე კერძო ინტერესებს. აქვე დამატებით განგიმარტავთ, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაძლოა გამოცხადდეს ძალადაკარგულად. ამ შემთხვევაში, ძალადაკარგულად გამოცხადებამდე დამდგარი სამართლებრივი შედეგები რჩება ძალაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არსებობს აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების რამდენიმე სამართლებრივი საფუძველი მათ შორის: ახლად აღმოჩენილი ან/და ახლად გამოვლენილი გარემოება. შესაბამისად, თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენს მიმართ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული 16.09.09 წ. №01/1349 ბრძანება არის კანონსაწინააღმდეგო აქტი მაშინ, უნდა მიუთითოთ ის საფუძვლები, რომლითაც დადასტურდება, რომ აქტის გამოცემისას დარღვეულია კანონის მთხოვნები და ამით ზიანი ადგება საზოგადოებრივ ინტერესებს. ხოლო ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში უნდა მითითოთ ის გარემოებები, რომელთა არსებობაც ატქის გამოცემისას არ იყო ცნობილი ან/და წარმოშვა ახლა (მაგალითად: აღარ გაგაჩნიათ შეთანხმებული ატქიტეტურული პროექტის საფუძველზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი და სხვა). ამასთან, ბრძანება - 16.09.09 წ. №01/1349, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვთ წარმოადგენს ცვლილებას ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 24.10.08 წლის №01/1456 ბრძანებში. შესაბამისად, ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის №01/1349 ბრძანების გაუქმებით ძალაშიშევა ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ზემოაღნიშნული ბრძანება. იმ შემთხვევაში თუ არც ძირითადი პროექტის მიმართ აღარ გაგაჩნიათ სამართლებრივი ინტერესი მაშინ მოთხოვნილ უნდა იქნას ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 24.10.08 წლის №01/1456 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის გაუქმებაც.
Show moreShow less
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal