ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი
Decision
- Decision number
- 1619734
- Decision date
- 1 December 2014
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლევან გოცაძე
- Developer (company ID)
- 405003213
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.038.896
- Owner
- შპს ,,ოლდ გრუპ" (405003213)
- Area
- 275 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.038.896Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1267933
- Status
- Rejected
- Registered
- 24 November 2014
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 1 December 2014City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1267933 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: #01.72.14.038.896) სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის #6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცდა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 5 (სზ–5). „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების თანახმად საცხოვრებელი ზონა 5 (სზ–5) წარმოადგენს საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები (იხ. დანართი). მოცემული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: #01.72.14.038.896) ყვება დიდი დიღმის “ჩარჩო გეგმის” განვითარების არეალში (რომელიც განსაზღვრავს ამ ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი განვითარების სტრატეგიულ მიმართულებას დაზუსტებულ ზონებს და ქვეზონებს, ძირითად სატრანსპორტო მაგისტრალებს, მათ მიმართულებებს, კავშირებსა და კატეგორიებს). “ჩარჩო გეგმის” შესაბამისად მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება უნდა განხორციელდეს სამსახურის მიერ დადგენილი (ეზოს მხრიდან 3 მეტრიანი და ქუჩის მხრიდან 10 მეტრიანი) განაშენიანების რეგულირების ხაზების დაცვით. თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: #01.72.14.038.896) წარმოქმნილია საკადასტრო ერთეულის (საკადასტორ კოდი: #01.72.14.038.482) არასწორი გამიჯვნის შედეგად. აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება უნდა განხორციელდეს ზემოხსენებული განაშენიანების რეგულირების ხაზების გათვალისწინებით, რაც იმას გულისხმობს, რომ საპროექტო შენობა/შენობების უნდა განთავსდეს ხსენებულ ხაზზე, რაც ამ შემთხვევაში ვერ იქნება დაცული. ამას გარდა, მიწის ნაკვეთების მსგავსი დანაწევრება და სამშენებელოდ გამოყენება ეწინაღმდეგება სამსახურის მიერ შემუშავებულ და ქალაქის სპეციალური (ზონალური) კომისიის მიერ შეთანხმებულ, „დიდი დიღმის ტერიტორიების პერსპექტიული განვითრების ჩარჩო გეგმით“ განსაზღვრულ განაშენიანების გეგმარებას, სივრცით-მოცულობით და ესთეტიკურ პარამეტრებს და არ ითვალისწინებს ტერიტორიების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობას. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არქიტექტურის სამსახური, მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა თქვენს დაინტერესებაში არსებულ საკითხთან დაკავშირებით.
Show moreShow less
- 1 December 2014Decision1619734 - Refused
- 24 November 2014Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal