ქალაქი თბილისი , ქუჩა კოტე აფხაზი , N 26-28-30 , ჩიხი ტყავი 1 , N 2
Decision
- Decision number
- 1618254
- Decision date
- 1 December 2014
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლია ხუციშვილი
- Developer (company ID)
- 204388279
Parcel
- Cadastral code
- 01.18.03.045.002.01.519
- Owner
- სააქციო საზოგადოება "ოქროს თასი" (204388279)
- Area
- 660 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.18.03.045.002.01.519Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1268619
- Status
- Not reviewed
- Registered
- 26 November 2014
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 5 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 1 December 2014City answer
თქვენი AAR1268619 26.11.2014წ. განაცხადის პასუხად, გაცნობებთ, რომ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად მითითებული ტერიტორია (საკად. კოდი#01.18.03.045.002) მოქცეულია საზოგადოებრივ–საქმიან ზონა 2 (სსზ–2) ში საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2): ა) განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, მათ შორის კარკასი სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; ბ) კოეფიციენტები: ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,7; ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) - 4,6; ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1; გ) შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის არსებობა, რეკომენდებულია არა უმეტეს საერთო ოდენობის 25%-ის. (25.11.2011 N 12-55) 26. ამ მუხლში მითითებული ყველა ზონისათვის ძირითად დასაშვებ სახეობას წარმოადგენს ზონის ან/და შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხაზობრივი ნაგებობები და დამხმარე ან/და დროებითი შენობა-ნაგებობები. (25.11.2011 N 12-55) აღნიშნულ ზონაში ინდ. საცხოვრებელი სახლის განთავსება კანონმდებლობით დასაშვები არ არის; დასაზუსტებელია თუ კონკრეტულად რა ფუნქციების გულისხმობთ მრავალფუნქციურ ობიექტში, ამასთან უნდა დააზუსტოს არსებული და საპროექტო კოეფიციენტები (კ1, კ2, კ3), აღნიშნულის დაზუსტება შესაძლებელია ამავე განაცხადის დამატებითი მოთხოვნის ველში, არსებობის შემთხვევაში გთხოვთ ასევე წარმოადგინოთ ისტორიულ არქიტექტურული კვლევა; ასევე გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი საპროექტო ტერიტორია მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საკითხის განხილვა საჭიროებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებას. გამომდინარე აქედან პარამეტრების და მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ თქვენი საკითხი შესათანხმებლად გადაგზავნილი იქნება სამინისტროში. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის შესაბამისად თქვენ გეძლევათ განაცხადის გამოგზავნიდან 15 დღიანი ვადა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოსადგენად, თუ განმცხადებლის მიერ დანიშნულ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია საკითხი დარჩეს განუხილველი. გაცნობებთ, რომ ახალი განაცხადის წარმოდგენამდე ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება არის შეჩერებული და განახლდება დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2): განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, მათ შორის კარკასი სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: მრავალფუნქციური შენობა (დომინირებული სახეობა); განაშენიანების საშუალო და მაღალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (არადომინირებული სახეობა); პარკი; ბაღი; სკვერი; ბულვარი; აფთიაქი; კლუბი; კინოთეატრი; თეატრი; საკონცერტო დარბაზი; უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი; საქალაქო ბიბლიოთეკა; არქივი; საინფორმაციო ცენტრი; მუზეუმი; საგამოფენო დარბაზი; საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა; უნივერსალური მაღაზია; სავაჭრო ცენტრი; ბარი; კაფე; რესტორანი; სწრაფი კვების ობიექტი; საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; საფოსტო და კავშირგაბმულობის ობიექტი; ბანკის ფილიალი, განყოფილება; ბანკი; მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია; ოფისი და კანტორა; სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები; სასამართლო; იურიდიული კონსულტაცია; სანოტარო კანტორა; სასტუმრო; ჩაშენებული საზოგადოებრივი ტუალეტი; ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჟი; საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები. ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: დაწყებითი სკოლა; საშუალო სკოლა; საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება; უმაღლესი სასწავლებელი; პოლიკლინიკა; კაზინო და სხვა აზარტული თამაშების ობიექტი; კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის; პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება; აეროსადგური; ავტოგასამართი სადგური საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომის კომპლექსში; კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი; საკულტო შენობები და ნაგებობები.
Show moreShow less
- 1 December 2014Decision1618254 - Other
- 26 November 2014Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal