OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა ამაღლება (ყოფ. დავითაშვილი), N 47

AR1269046Construction permitOther use27 November 2014
Sign in to follow

Applicant

Name
ნინო აბსანძე
Organization
13798
Developer (company ID)
406073895

Parcel

Cadastral code
01.15.05.088.004
Owner
შპს "NGS Group" (406073895)
Area
1,690 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1269046
Status
Approved
Registered
27 November 2014
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
4 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 1 December 2014City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის #1602308 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 27 ნოემბერს #AR1269046 განცხადებით მომართა ნინო აბსანძემ და მოითხოვა 2014 წლის 24 ნოემბრის #1602308 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა განმცხადებელი ორგანიზაციის მითითების ნაწილში. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 29.10.2014 წლის #1565207 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში (სექტორი–მთაწმინდა), ამაღლების (ყოფ. დავითაშვილი) ქ. #47–ში, შ.პ.ს. "NGS Group"–ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 30 ოქტომბრიდან 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით. ხოლო, სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის #1602308 გადაწყვეტილებით დადსტურდა განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგემარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა და მისი დასაშვებობა. განხორციელებული მშენებლობის დადასტურების დროს განმცხადებლის მიერ არასწორად იქნა მითითებული განმცხადებელი ორგანიზაცია, რაც შესაბამისად, აისახა სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის #1602308 გადაწყვეტილებაში. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ შპს „NGS Group“–ის გენერალურ დირექტორს წარმოადგენს ნინო აბსანძე (განაცხადის რეგისტრაციის: #B13048904, მომზადების თარიღი: 15/05/2013, საიდენტიფიკაციო კოდი: #406073895 ). ხოლო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: #882013203419, მომზადების თარიღი: 13/05/2013, ს/კ #01.15.05.088.004), ქ. თბილისში, ამაღლების (ყოფ. დავითაშვილი) ქ. #47–ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „NGS Group“. ამასთან, სამსახურის 29.10.2014 წლის #1565207 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს „NGS Group“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება 2014 წლის 24 ნოემბრის #1602308 გადაწყვეტილებაში განმცხადებელი ორგანიზაციის მითითების ნაწილში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის #1602308 გადაწყვეტილებაში, კერძოდ: განმცხადებელ ორგანიზაციად დაფიქსირდეს – შპს „NGS Group“ (საიდენტიფიკაციო კოდი: #406073895); 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის #1602308 გადაწყვეტილებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal