ქალაქი თბილისი , ქუჩა დოლიძე , N 24 , (ნაკვეთი N37/24) / ქალაქი თბილისი , ქუჩა ბალანჩივაძე , N 17 / ქალაქი თბილისი , ქუჩა დოლიძე , N 24 , (ნაკვეთი N37/25)
Decision
- Decision number
- 1632249
- Decision date
- 19 December 2014
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ომარ ჯაფარიძე
- Developer (company ID)
- 445401501
Parcel
- Cadastral code
- 01.10.17.037.033
- Owner
- რევაზ ხეცურიანი (P/N: *********96)
- Area
- 786 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.17.037.033Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1269479
- Status
- Rejected
- Registered
- 29 November 2014
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 20 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 19 December 2014City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 29 ნოემბერს #AR1269479 განცხადებით მომართა ომარ ჯაფარიძემ და მოითხოვა ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 10 აპრილის #15 სხდომის ოქმის და ქ. თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის #1545 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 05.05.2014 წლის #1237020 გადაწყვეტილებით დავით მახარობლიშვილს ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 10 აპრილის #15 სხდომის ოქმის შესაბამისად, თანხმობა მიეცა ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვ. დოლიძის, ბალანჩივაძეების, პ. იოსელიანის, ტეხურას, ჩაილურის ქუჩების მიმდებარედ არსებული ტერიტორიის ჩართო გეგმის პროექტის შეთანხმებაზე. ხოლო, სამსახურის 01.07.2014 წლის #1333275 წერილით თეიმურაზ ყიფიანს განემარტა, რომ ქ. თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის #1545 განკარგულებით ქ. თბილისში, ბალანჩივაძის ქ. #17, დოლიძის ქ. #24 (ნაკვეთი #37/24), დოლიძის ქ. #24–ში (ნაკვეთი #37/25), არსებული მიწის ნაკვეთებისთვის განაშენიანების კოეფიციენტის (კ–1) და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ–2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით, წარმოდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა: კ–1=0,7; კ–2=9,2. მოგვიანებით, სამსახურის 09.10.2014 წელს #01.10.17.037.033 (786 კვ.მ.) საკადასტრო ერთეულზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით დამტკიცებულ იქნა #1525160 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რომლითაც კ–1=0,5–ს და კ–2=2,5–ს. „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების თანახმად, „ჩარჩო გეგმა“ არის ფუნქციურად, გეგმარებითად და ეკონომიკურად თვითკმარი დიდი ქალაქთმშენებლობითი ერთეულის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის სქემის სახით დამუშავებული ქალაქთმშენებლობითი არასამართლებლივი დოკუმენტი, რომელიც დადგენილი პროცედურისა და პირობების ფარგლებში განაშენიანების რეგულირების გეგმისათვის განსაზღვრავს გეგმარებით მიმართულებებსა და პრიორიტეტებს. “ჩარჩო გეგმა” ასახავს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, „ჩარჩო გეგმა“ წარმოადგენს არასამართლებლივ დოკუმენტს, ხოლო, ძალადაკარგულად გამოცხადება შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა „ჩარჩო გეგმის“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. რაც შეეხება, (კ1) და (კ2) კოეფიციენტების გადამეტებასთან დაკავშირებით გამოცემულ ქ. თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის #1545 განკარგულებას, მისი გამომცემი ორგანოა ქ. თბილისის მერია და შესაბამისად, მისი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს არ გააჩნია. თუ თვლით, რომ აღნიშნული განკარგულება ეწინააღმდეგება კანონს და იგი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს თქვენს კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას, შეგიძლიათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, გაასაჩივროთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ. #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 19 December 2014Decision1632249 - Refused
- 29 November 2014Files uploaded
Documents
Other files1
- GANCXADEBA.docxOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal