ქალაქი თბილისი , ქუჩა ქავთარაძე , N 8
Applicant
- Name
- გოჩა გიორგაშვილი
- Developer (company ID)
- 204856101
Parcel
- Cadastral code
- 01.14.03.040.096
- Owner
- სააქციო საზოგადოება "ირაო 777" (204856101)
- Area
- 18,412 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.03.040.096Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1271282
- Status
- Approved
- Registered
- 8 December 2014
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the city's last answer
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 15 December 2014City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის – არქიტექტურის სამსახური გაეცნო თქვენს AR1271282 განცხადებას, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას, თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი #01.14.03.040.096) სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით და ასევე გსურთ მისასვლელი გზის მითითება მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებთან. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის #6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცდა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით ვრცელდება საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 1 (სსზ–1). „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 1 (სსზ–1) წარმოადგენს საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიან ზონას, მათ შორის კარკასს განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშეთქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებითარქიტექტურის სამსახურმა ერთხელ უკვე იმსჯელა 08/12/2014 წლის AR1245590 განცხადების საფუძველზე, რასთან დაკავშირებითაც განმცხადებელს ეცნობა: იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ფარგლებში იგეგმება მიწის ნაკვეთზე არსებული შენობების დემონტაჟი და რამოდენიმე საპროექტო მოცულობის გაჩენა, საპროექტო არეალის მასშტაბის და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, სამსახურის პოზიციით, საკითხის განხილვა უნდა განხორციელდეს ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამუშავებით. აღნიშნულის განხორციელების მიზნით თავდაპირველად საჭიროა მომზადდეს ესკიზი (განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება) და შესაბამისი განაცხადი ატვირთოთ ჩვენი სამსახურის ვებ.გვერდზე, კერძოდ: http://tas.ge/–ზე შესაბამის ნომენკლატურაში (განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება). განაშენიანების რეგულირების გეგმა წარმოადგენს – „ქალაქთმშენებლობით დოკუმენტს, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ-გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას“ (ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილება). ასევე მოგახსენებთ, რომ თქვენს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ: #01.14.03.040.348; 01.14.03.040.349) არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებულია განშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი(#1412344, 08.08.2014წ) რომლის მიხედვითაც, მოცემულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო მისასვლელი გათვალისწინებულია აღმოსავლეთის მხრიდან (იხ.დანართი)
Show moreShow less
- 8 December 2014Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal