OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N20

AR1279056Construction permitOther use15 January 2015- Saburtalo
Sign in to follow

Decision

Decision number
1726221
Decision date
11 February 2015
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ზაქარია ხუნძაყიშვილი
Developer (company ID)
416300595

Parcel

Cadastral code
01.14.05.008.078
Owner
გიორგი ავალიანი (P/N: *********06)
Area
4,712 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1279056
Status
Approved
Registered
15 January 2015
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
27 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 11 February 2015City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 ივნისის N1354734 ბრძანებით დამტკიცებული სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 15 იანვრის NAR1279056 განცხადებით ზაქარია ხუნძაყიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2014 წლის 25 ივნისის N1354734 გადაწყვეტილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ძალადაკარგულად გამოცხადება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2014 წლის 25 ივნისის N1354734 გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ჯიქიას ქ. N10–ში (დღეისათვის, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N20) შპს „GBC”-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი სახლის აშენების მიზნით, დამტკიცებული იქნა სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები. ზემოხსენებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არ შეთანხმებულა არქიტექტურული პროექტი და არ გაცემულა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებელი ითხოვს 2014 წლის 25 ივნისის N1354734 გადაწყვეტილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ძალადაკარგულად გამოცხადებას, ვინაიდან მას არ გააჩნია აღნიშნული პირობების საფუძველზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საჯარო რეესტრის ამონაწერის (ს/კ01.14.05.008.078; რეგისტრაციის #882014560269; მომზადების თარიღი: 27/10/2014) თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „GBC”, ხოლო სამსახურის 2014 წლის 25 ივნისის N1354734 გადაწყვეტილებაში განმცხადებლად დაფიქსირებულია ვლადიმერ დემეტრაძე. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია ვლადიმერ დემეტრაძის შესაბამისი წესით დამოწმებული თანხმობა სამსახურის 2014 წლის 25 ივნისის N1354734 გადაწყვეტილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს“. “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლში განსაზღვრული საფუძვლების გარდა, შეიძლება იყოს ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ვინაიდან განმცხადებელსა და მესაკუთრეს არ გააჩნიათ სამსახურის მიერ გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების საფუძველზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 ივნისის N1354734 გადაწყვეტილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაკმაყოფილდეს ზაქარია ხუნძაყიშვილის 2015 წლის 15 იანვრის NAR1279056 განცხადება. 2.ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 ივნისის N1354734 ბრძანებით დამტკიცებული სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები. 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, N6), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 11 February 2015Decision1726221 - Granted
  3. 10 February 2015City answer
  4. 10 February 2015Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal