ქალაქი თბილისი , აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N53 ; ქალაქი თბილისი , აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N53
Decision
- Decision number
- 1699452
- Decision date
- 26 January 2015
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით მაცაბერიძე
- Developer (company ID)
- 201943530
Parcel
- Cadastral code
- 01.13.03.010.054
- Owner
- შპს "თბილსანტექმონტაჟი" (201943530)
- Area
- 1,818 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.13.03.010.054Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1279640
- Status
- Rejected
- Registered
- 17 January 2015
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 9 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 26 January 2015City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის – სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1273525 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.13.03.010.054) სასაწყობე შენობა–ნაგებობის განთავსებასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის #6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცდა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 2 (რზ–2). „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების თანახმად სარეკრეაციო ზონა 2 (რზ–2) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, სადაც ასევე დასაშვებია ამ წესების დანართით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები (იხ. დანართი). აქვე მოგახსენებთ, რომ მოცემული მიწის ნაკვეთი მცირედით (იხ.დანართი) ხვდება მდინარე მტკვრის მიმდებარე ტერიტორიის დაცვის ზოლში, აქედან გამომდინარე საჭიროა, შესაბამისი დასკვნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან მოცემული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ასევე გაცნობებთ, რომ სარეკრეაციო ზონა 2 (რზ–2)–ში თქვენს დაინტერესებაში არსებული ფუნქციის შენობა–ნაგებობის განთავსება საჭიროებს სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას, თქვენს მიერ შესაბამისი მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში საკითხი განხილული იქნება „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოზე”, დამატებით საჭიროა წარმოადგინოთ დასკვნა გარემოს დაცვის სამინისტროდან და ელექტრონული განცხადება ატვირთოთ არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზე, კერძოდ: http://tas.ge/–ზე შესაბამის ნომენკლატურაში. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.
Show moreShow less
- 26 January 2015Decision1699452 - Refused
- 17 January 2015Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal