OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა უნივერსიტეტი

AR1284774Construction permitOther use8 February 2015- Tskneti
Sign in to follow

Applicant

Name
რევაზ ებრალიძე
Developer (company ID)
405017716

Parcel

Cadastral code
01.14.06.006.026
Owner
გია ელიზბარაშვილი (P/N: *********26)
Area
2,000 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1284774
Status
Approved
Registered
8 February 2015
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
19 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 27 February 2015City answer

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 18.03.2014წ. №1162449 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 08/02/2015წ. AR1284774 განაცხადით მომართეს რევაზ ებრალიძემ, ზურაბ ზურაბიშვილმა და გია ელიზბარაშვილმა და მოითხოვეს ამავე სამსახურის 18.03.2014წ. №1162449 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის მიერ, 18.03.2014წ. №1162449 გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი: 01.14.06.006.026), ავტოგასამართი კომპლექსის (გაზგასამართი და ბენზინგასამართი სადგურები) მშენებლობის მიზნით, დადგენილი იქნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სამსახურის 01.09.2014წ. №1456267 ბრძანებით, ქ. თბილისში, სექტორი – ვაკე, უნივერსიტეტის ქუჩაზე, შპს "გაზვილის" კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.14.06.006.026), შეთანხმდა ავტოგასამართი კომპლექსის (გაზგასამართი და ბენზინგასამართი სადგურები) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. დღეისათვის, განმცხადებლები ითხოვენ სამსახურის 18.03.2014წ. №1162449 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას, ვინაიდან, აღარ აქვთ აღნიშნული პირობების საფუძველზე, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ამასთან, სამსახურის 27.02.2015წ. №1743484 ბრძანებით, ასევე ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ სამსახურის 01.09.2014წ. №1456267 ბრძანება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (რეგისტრაციის №882014344656, მომზადების თარიღი: 02/07/2014 12:45:19) თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №01.14.06.006.026) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "გაზვილი", ხოლო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ სამსახურის 18.03.2014წ. №1162449 გადაწყვეტილებაში დამკვეთად დაფიქსირებულია რევაზ ებრალიძე. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, დამკვეთს არ გააჩნიათ სამსახურის მიერ გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საპროექტო ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი და სამსახურის 27.02.2015წ. №1743484 ბრძანებით, ასევე ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ სამსახურის 01.09.2014წ. №1456267 ბრძანება, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია 18.03.2014წ. №1162449 გადაწყვეტილებით დადგენილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ძალადაკარგულად გამოცხადება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს რევაზ ებრალიძის, ზურაბ ზურაბიშვილის და გია ელიზბარაშვილის 08/02/2015წ. AR1284774 განაცხადი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 18.03.2014წ. №1162449 გადაწყვეტილება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლოს ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6), ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal