ქალაქი თბილისი , ქუჩა გიორგი ბრწყინვალე , N 30
Decision
- Decision number
- 1785606
- Decision date
- 17 March 2015
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თემურ კვირცხალია
- Developer (company ID)
- 404971152
Parcel
- Cadastral code
- 01.10.06.014.026
- Owner
- ომარ ლომსაძე (P/N: *********04) (P/N: *********04)
- Area
- 1,180 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.06.014.026Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1288717
- Status
- Rejected
- Registered
- 23 February 2015
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 22 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 17 March 2015Decision1785606 - Refused
- 17 March 2015City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2015 წლის 23 თებერვლის AR1288717 განაცხადი, რომლითაც ითხოვთ სამსახურის 07/02/2015 №1718893 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას. პასუხად მოგახსენებთ, სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2015 წლის 7 თებერვლის №1718893 ბრძანებით თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი (საბურთალო), დიდი დიღმის დასახლებაში, I მ/რ-ში, ცენტრალური გზის მიმდებარედ, II უბანში (ნაკვეთი №8), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.10.06.014.026), მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. დამკვეთად დაფიქსირდა შ.პ.ს. "ჯიბი ინვესთმენთს". AR1269344 განცხადებაში მთავარი არქიტექტორისა და თანაავტორის სატიტულო ინფორმაციაში, როგორც ელექტრონულად განსაზღვრულ ველებში, ასევე წარმოდგენილ ნახაზებში მთავარ არქიტექტორად და შემსრულებლად ფიქსირდება გურამ და თემურ კვირცხალია. როგორც თქვენი განმარტებიდან ირკვევა, AR1269344 განცხადებით წარმოდგენილი კორექტირებული არქიტექტურული პროექტი არ ყოფილა დამუშავებული ინდ. მეწარმე ,,თემურ კვირცხალია"-ს მიერ და არც გურამ კვარაცხელია წარმოადგენს ობიექტის მთავარ არქიტექტორს, არამედ წარმოდგენილი კორექტირებული პროექტი დამუშავებულ იქნა სხვა არქიტექტორის მიერ, შესაბამისად 07/02/2015 №1718893 ბრძანების სატიტულო ინფორმაციის გრაფაში, დამკვეთის მიერ არასწორად განხორციელდა პროექტის ავტორის მითითება, რის შედეგადაც ირღვევა საავტორო უფლებები. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 94-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად დამკვეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს და დოკუმენტის შემსრულებელ პირს, რომელიც ხელის მოწერით ადასტურებს შედგენილი დოკუმენტის სისწორეს. აქვე მოგახსენებთ, რომ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-51 დადგენილების თანახმად, განმცხადებელი ყველა დოკუმენტს და ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია განცხადებაში აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად სამსახურს წარუდგენს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ვებ. გვერდზე www.tas.ge. თანდართული დოკუმენტების ნამდვილობაზე ან/და ორიგინალთან მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს. აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობას განმცხადებელი ადასტურებს ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით, რაც ხორციელდება რეგისტრაციის შედეგად მიღებული „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“ მეშვეობით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შესვლის საშუალებით. შესაბამისად, დამკვეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორეზე თბილისის არქიტექტურის სამსახური არ არის პასუხსმგებელი და სამსახური ამოწმებს მხოლოდ დამკვეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას. რაც შეეხება საავტორო უფლებების დარღვევას, მოგახსენებთ, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება არქიტექტურულ ნაწარმოებებზე. შესაბამისად, არქიტექტურული ნაწარმოებებზე საავტორო უფლებების დაცვა ხორციელდება აღნიშნული კანონის საფუძველზე. ასევე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების მე-2 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენის ერთ-ერთ პრინციპს წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვა და რეალიზაცია. აღნიშნულში მოიაზრება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა. ამავე დადგენილების 64-ე მუხლის თანახმად „დამკვეთის მიერ სამშენებლო დოკუმენტის შეცვლა უნდა მოხდეს საავტორო უფლებების დაცვით. დამკვეთის დავალებით სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება აქვს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტის განმახორციელებელს საავტორო უფლებების დაცვით ან ამ დადგენილებით განსაზღვრული სხვა სამშენებლო საქმიანობის ძირითად სპეციალისტს (დამპროექტებელს) საავტორო უფლებების დაცვით.“ აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში; დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი; გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს; არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. აღნიშნულის გარდა, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლში განსაზღვრული საფუძვლების გარდა, შეიძლება იყოს ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლით და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას ძალადაკარგულად გამოაცხადოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 07/02/2015 №1718893 ბრძანება, რომელიც მისი არსით წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აქვე განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლის თანახმად, აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, წარმოადგენს ბათილ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს. ამასთან, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში, ბათილად ცნობს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ვინაიდან აქტი გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და სამსახურს აქტის გამოცემის დროს წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეში ეჭვის შეტანის სამართლებირივი საფუძველი არ გააჩნდა სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას ბათილად ცნოს აღნიშნული აქტი. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, თუ თვლით, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 7 თებერვლის №1718893 ბრძანება
Show moreShow less
- 23 February 2015Files uploaded
Some older entries, and the rest of very long texts, are not shown here.
Documents
Other files1
- AR1269344.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal