OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , დასახლება ვაზისუბანი , მიკრო/რაიონი III , კვარტალი II , ნაკვეთი 11/005-ის მიმდებარედ (ნაკვეთი 11/036)

AR1292548Construction permitOther use11 March 2015
Sign in to follow

Decision

Decision number
1803363
Decision date
1 April 2015
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ია ტალიაშვილი
Developer (company ID)
405085731

Parcel

Cadastral code
01.17.07.011.036
Owner
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული
Area
700 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1292548
Status
Approved
Registered
11 March 2015
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
21 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 1 April 2015City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 დეკემბრის #1637269 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 11 მარტს #AR1292548 განცხადებით მომართეს ია ტალიაშვილმა და შპს ბილდ ჯორჯიას დირექტორმა ბორის ხატიაშვილმა. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2014 წლის 17 დეკემბრის #1637269 ბრძანებაში ცვლილების შეტანა დამკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 დეკემბრის #1637269 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დასახლება ვაზისუბანი , მიკრო/რაიონი III , კვარტალი II , ნაკვეთი 11/005-ის მიმდებარედ (ნაკვეთი 11/036), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი #01.17.07.011.036), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 17 დეკემბრიდან 2017 წლის 17 აპრილის ჩათვლით. დღეისათვის განმცხადებლები ითხოვენ სამსახურის 2014 წლის 17 დეკემბრის #1637269 ბრძანებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ, დამკვეთად ზვიად მელქაძის ნაცვლად შპს ბილდ ჯორჯიას დაფიქსირებას. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის #882015099549; მომზადების თარიღი: 27/02/2015; საკადასტრო კოდი: #01.17.07.011.036) თანახმად, დღევანდელი მდგომარეობით საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ზვიად მელქაძის ნაცვლად წარმოადგენს შპს ბილდ ჯორჯია. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, (განაცხადის რეგისტრაციის: #B15033164; მომზადების თარიღი: 17/02/2015; ს/კ: #405085731), შპს ბილდ ჯორჯიას დირექტორს წარმოადგენს ბორის ხატიაშვილი. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 20-ე მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ქ. თბილისში, დასახლება ვაზისუბანი , მიკრო/რაიონი III , კვარტალი II , ნაკვეთი 11/005-ის მიმდებარედ (ნაკვეთი 11/036), არსებული მიწის ნაკვეთის (საკ. კოდი #01.17.07.011.036) მესაკუთრეს დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენს შპს ბილდ ჯორჯია, რომელსაც გააჩნია ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა 2014 წლის 17 დეკემბრის #1637269 ბრძანებაში დამკვეთად ზვიად მელქაძის ნაცვლად შპს ბილდ ჯორჯიას დაფიქსირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 დეკემბრის #1637269 ბრძანებაში, კერძოდ: დამკვეთად ზვიად მელქაძის ნაცვლად დაფიქსირდეს შპს ბილდ ჯორჯია (ს/კ #405085731); 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 დეკემბრის #1637269 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 1 April 2015Decision1803363 - Granted
  3. 11 March 2015Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal