OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , ფრედერიკ მონპერის ქუჩა , N 4

AR1300946Construction permitOther use9 April 2015- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
1833063
Decision date
15 April 2015
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დათა კვარაცხელია
Developer (company ID)
201951209

Parcel

Cadastral code
01.72.14.042.473
Owner
შპს "გეა" (201951209)
Area
2,501 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1300946
Status
Not reviewed
Registered
9 April 2015
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
6 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 15 April 2015City answer

    თქვენი AR1300946 09.04.2015 განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვთ #01.72.14.042.473 საკადასტრო ერთეულზე საწყობის მოწყობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას, გაცნობებთ, რომ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე საწყობის ასაშენებლად სამსახურის მიერ გაიცა #478 2009.06.16 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, #01/922 2009.07.16 ბრძანებით შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი და #4266 2010.08.24 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართა (ნებართვის გაგრძელების ბრძანება #4266 2010.08.24.) იმ შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე არ არის ნაწარმოები მშენებლობა თავდაპირველად უნდა მოითხოვოთ აღნიშნული დოკუმენტაციის გაუქმება. რისთვისაც განაცხადი უნდა ატვირთოთ ვებ გვერდზე TAS.GE ელექტრონული განცხადებები –> სამართლებრივი საკითხები –> ადმინისტრაციულ –>სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება; რის შემდეგაც საკითხს დააყენებთ ახალი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე. შეთანხმებული დოკუმენტაციის გაუქმებაზე მოთხოვნა უნდა დააყენოს ადმინისტრაციული აქტის მფლობელმა ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ ან წარმოდგენილი იქნეს მისი/მათი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა. დამატებით გაცნობებთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით საპროექტო მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი-რუკის მიხედვით მდებარეობს საცხოვრებელი ზონა 5–სა (სზ–5) და სატრანსპორტო ზონა 1–ში (ტზ–1). საცხოვრებელ ზონა 5 (სზ-5) წარმოადგენს საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 29 მარტის #4-13 გადაწყვეტილების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობების არსებობა (იხ. დანართი). კოეფიციენტები: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0.5; მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2)– 2.1 მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1. სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1) – წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს არსებულ და საპროექტო (პერპექტიულ) ქუჩებს, გზებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს გზაგამტარებს, დროებით ავტოსადგომებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს (ჩამონათვალის ფარგლებში – ტროტუარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, დროებით ჯიხურებს, მიწისქვეშა შენობა-ნაგებობებს). (25.11.2011 N 12-55). სოფელ დიღომში სამსახურის მიერ შეთანხმებული „ჩარჩო გეგმის“ შესაბამისად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება შესაძლებელია დანართზე დატანილი განაშენაინების რეგულირების ხაზების დაცვით (იხ. დანართი). ახალი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასადგენად უნდა წარმოადგინოთ ტოპოგრაფიული გეგმა მ1:500 (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელების, შენობა-ნაგებობის განთავსების, მისასვლელი გზების, ღობეების, გამწვანების ჩვენებით), ხელმოწერილი პასუხისმგებელი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით, ხოლო სავალდებულო დაფა–ბანერის დახარვეზებულ ველში უნდა ატვირთოთ რეალური ბანერი. თვალსაჩინო ადგილას განთავსებული მინიმუმ A2 გაბარიტების საინფორმაციო დაფა (ფოტოები გადაღებული საპროექტო ადგოლას ახლო და შორი მანძილიდან), რომელზეც უნდა იყოს აღნიშნული მოსალოდნელი მშენებლობის მონაცემები, კერძოდ: ა) შენობა-ნაგებობის მისამართი; ბ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება; გ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო და განაცხადის განხილვის ვადები; დ) შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობა ან/და გაბარიტები; საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელ პერიოდში და მოიხსნას შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულების ან/და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის შესაბამისად თქვენ გეძლევათ განაცხადის გამოგზავნიდან 30 დღიანი ვადა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოსადგენად. თუ სამსახურის მიერ დანიშნულ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია საკითხი დარჩეს განუხილველი. ამასთან, გაცნობებთ, რომ ახალი განაცხადის წარმოდგენამდე ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება არის შეჩერებული და განახლდება ხსენებული განაცხადის წარმოდგენის შემდგომ.

    Show more
  2. 15 April 2015Decision1833063 - Other
  3. 9 April 2015Files uploaded
  4. 9 April 2015Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • topo ics.dwg

Other files4

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal