ქალაქი თბილისი , ბაგები, წყნეთის გზატკეცილი N31-33
Decision
- Decision number
- 1914881
- Decision date
- 25 May 2015
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი მჭედლიშვილი
- Developer (company ID)
- 404482314
Parcel
- Cadastral code
- 01.14.07.001.011
- Owner
- ნუგზარ მაკაროვი (P/N: *********95)
- Area
- 462 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.07.001.011Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1303915
- Status
- Approved
- Registered
- 22 April 2015
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 5 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 4
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 25 May 2015City answer
ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 6 ოქტომბრის #1518720 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 22 აპრილს #AR1303915 განცხადებით მომართა შპს „სქაი ბილდინგის“ დირექტორმა გიორგი მჭედლიშვილმა და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 6 ოქტომბრის #1518720 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 6 ოქტომბრის #1518720 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი – ვაკე, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი №31-33–ში, შპს "VERSAN"–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ:01.14.07.001.011) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნულ ბრძანებაში ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ჩამოყალიბდა განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაციის შესაბამისად. განმცხადებლების განმარტებით, 2014 წლის 6 ოქტომბრის #1518720 ბრძანებაში არასწორად აისახა საერთო ფართისა და მასში შემავალი ფართების მაჩვენებლები, კერძოდ, საერთო ფართობი 1778.54 კვ.მ.–ს ნაცვლად შეადგენს1921.87 კვ.მ.–ს, საცხოვრებელი ფართობი 1083.33 კვ.მ.–ს ნაცვლად შეადგენს 1075.49 კვ.მ.–ს, საზაფხულო ფართობი 135.51 კვ.მ.–ს ნაცვლად შეადგენს145.76 კვ.მ.–ს, კომერციული ფართობი 161.17 კვ.მ.–ს ნაცვლად შეადგენს 144.76 კვ.მ.–ს, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 191.76 კვ.მ.–ს ნაცვლად შეადგენს 223.73 კვ.მ. –ს, ხოლო ავტოსადგომის ფართობი 206.77 კვ.მ.–ს ნაცვლად შეადგენს 332.13 კვ.მ. –ს. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს მითითებულ ბრძანებაში ხარვეზის გასწორებას მაჩვენებლებთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. სამსახურმა შეადარა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს და დაადგინა, რომ გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეესაბამება შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, დამკვეთის მიერ ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების მითითების დროს დაშვებული იქნა შეცდომა, რაც შესაბამისად აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია გაასწოროს ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში დაშვებული ტექნიკური შეცდომა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 6 ოქტომბრის #1518720 ბრძანებაში და საერთო ფართობად მიეთითოს 1921.87 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად – 1075.49 კვ.მ, საზაფხულო ფართობად – 145.76 კვ.მ, კომერციულ ფართობად – 144.76 კვ.მ.–ს, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად – 223.73 კვ.მ, ხოლო ავტოსადგომის ფართობად – 332.13 კვ.მ. ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 6 ოქტომბრის #1518720 ბრძანებით შეთანხმებულ დოკუმენტაციას, ამავე ბრძანებით შეთანხმებული +21,90 ნიშნულზე გეგმის ნაცვლად, დაემატოს წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი გეგმა +21,90 ნიშნულზე ნიშნულზე. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 6 ოქტომბრის #1518720 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შესაძლებელია გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ, N6), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
Show moreShow less
- 25 May 2015Decision1914881 - Granted
- 20 May 2015City answer
- 20 May 2015Files uploaded
- 5 May 2015City answer
- 28 April 2015City answer
- 28 April 2015Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal