; ქალაქი თბილისი , ქუჩა აკური , N 31
Decision
- Decision number
- 115656
- Decision date
- 10 April 2012
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- აკაკი ჩხაიძე
- Developer (company ID)
- 404927228
Parcel
- Cadastral code
- 01.10.13.035.001
- Owner
- შპს "იბერია 2012" (404927228) (404927228)
- Area
- 423 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.13.035.001Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR130969
- Status
- Approved
- Registered
- 19 March 2012
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 22 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 10 April 2012City answer
ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 22 დეკემბრის №01/3889 კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანებაში და №ნ/4061-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2012 წლის 19 მარტს №AR130969 განცხადებით მომართა შპს "იბერია 2012"-ის დირექტორმა აკაკი ჩხაიძემ (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან №B12010658, მომზადების თარიღი 25.01.2012წ.) და მოითხოვა ქ. თბილისში, სექტორი (საბურთალო), აკურის ქ. №31-ში კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანებაში და მშენებლობის სანებართვო მოწმობაში ცვლილების შეტანა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, განიხილა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2011 წლის 22 დეკემბერს ზემოაღნიშნულ მისამართზე სასტუმროს ასაშენებლად №01/3889 ბრძანებით შეთანმხდა კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და №ნ/4061-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობა. 22.12.2011წ. მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე საპროექტო ტერიტორია წარმოადგენდა ლიანა ჩხაიძის საკუთრებას (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან №882011011643, მომზადების თარიღი 14.01.2011წ.,საკადასტრო კოდი 01.10.13.035.001). მშენებლობის სანებართვო მოწმობა გაცემულ იქნა 27.12.2011 წლიდან 27.12.2013 წლამდე. წარმოდგენილი 2012 წლის 01 თებერვლის №882012033628 საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, სექტორი (საბურთალო), აკურის ქ. №31-ში №01.10.13.035.001 საკადასტრო ერთეულზე არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს "იბერია 2012"-ის საკუთრებას. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მას გადაეცა 2012 წლის 26 იანვრის უძრავი ქონების საწესდებო კაპიტალში გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე. საპროექტო მიწის ნაკვეთის სხვა ქალაქთმშენებლობითი პირობები უცვლელი დარჩა "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საჯარო რეესტრის ამონაწერისა და აკაკი ჩხაიძის (თანაგანმცხადებელი ლიანა ჩხაიძე) განცხადების საფუძველზე სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დამკვეთის ცვლილების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად: ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაკმაყოფილდეს შპს "იბერია 2012"-ის დირექტორის აკაკი ჩხაიძეს 2012 წლის 19 მარტის №AR130969 განცხადება. 2. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 22 დეკემბრის №01/3889 კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანებაში და №ნ/4061-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობაში, კერძოდ: დამკვეთად და მიწის მესაკუთრედ ნაცვლად ლიანა ჩხაიძის მიეთითოს შპს "იბერია 2012". 3. საპროექტო დოკუმენტაციას დაერთოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ამონაწერის რეგისტრაციის №882012033628, მომზადების თარიღი 26.01.2012წ., საკადასტრო კოდი 01.10.13.035.001). 4. აღნიშნული ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 22 დეკემბრის №01/3889 კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანებასთან და №ნ/4061-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქ. №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 10 April 2012Decision115656 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal