OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩოლოყაშვილი , N 48 ა

AR1312421Construction permitOther use22 May 2015
Sign in to follow

Decision

Decision number
1979552
Decision date
26 June 2015
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
აკაკი ჩიკვილაძე
Developer (company ID)
206045466

Parcel

Cadastral code
01.17.12.060.008
Owner
შპს "მამუკა და მამიკო" (206045466)
Area
279 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1312421
Status
Approved
Registered
22 May 2015
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
35 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 26 June 2015City answer

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 10 მაისის N653374 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 22/05/2015წ. #AR1312421 განცხადებით მომართეს შპს "მამუკა და მამიკო"-ს დირექტორმა აკაკი ჩიკვილაძემ და შპს-ს პარტნიორებმა მაკრინე დალაქიშვილმა, გიორგი ჩიკვილაძემ, რევაზ ლობჟანიძემ და მოითხოვეს ამავე სამსახურის 2013 წლის 10 მაისის N653374 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 10 მაისის N653374 გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩა N 48 ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 01.17.12.060.006; 01.17.12.060.008;) მრავალფუნქციური შენობის აშენების მიზნით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმება ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემა არ განხორციელებულა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის N 882013169229-03 (22.04.2013) გადაწყვეტილების საფუძველზე მიწის ნაკვეთი ს/კ 01.17.12.060.006 გაიმიჯნა ორ დამოუკიდებელ მიწის ნაკვეთად 1) ს/კ 01.17.12.060.031 2.) ს/კ 01.17.12.060.032. საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად მიწის ნაკვეთი ს/კ 01.17.12.060.031 წარმოადგენს შპს „მამუკა და მამიკო“-ს საკუთრებას (განცხ. რეგ. N 882013169229), მეორე მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.17.12.060.032 ფიქსირდება კახა ბუბაშვილის, კობა გელაშვილის, შალვა სპანდერაშვილისა და ხუტა ალუღიშვილის თანასაკუთრება (განცხ. რეგ. N 882013194573), მიწის ნაკვეთზე ს/კ 01.17.12.060.008 წარმოადგენს ასევე შპს „მამუკა და მამიკო“-ს საკუთრებას (განც. რეგ. N 882015320863) დღესდღეობით განმცხადებლების მოთხოვნას წარმოადგენს სამსახურის 2013 წლის 10 მაისის N653374 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება, რამდენადაც მესაკუთრეებს აღარ სურთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება აღნიშნული აქტის შესაბამისად. განმცხადებლების მიერ AR1312421 განცხადებით წარმოდგენილია მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით 01.17.12.060.032) მესაკუთრეთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები (სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი N12337962585515 18.06.2015) სამსახურის 2013 წლის 10 მაისის N653374 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლში განსაზღვრული საფუძვლების გარდა, შეიძლება იყოს ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, სამშენებლო მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს არ გააჩნია 2013 წლის 10 მაისის N653374 აღმჭურველი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საპროექტო ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი და აღნიშნული აქტის საფუძველზე, მშენებლობა ნაწარმოები არ არის, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს შპს "მამუკა და მამიკო"-ს დირექტორის აკაკი ჩიკვილაძის, შპს-ს პარტნიორების მაკრინე დალაქიშვილის, გიორგი ჩიკვილაძისა და რევაზ ლობჟანიძის #AR1312421 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 10 მაისის N653374 გადაწყვეტილება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლოს ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6), ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 26 June 2015Decision1979552 - Granted
  3. 18 June 2015City answer
  4. 18 June 2015Files uploaded
  5. 16 June 2015Files uploaded

Documents

Other files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal