ქალაქი თბილისი , ხეივანი დავით აღმაშენებლის , მე-13 კილომეტრი , (ნაკვ.14/579)
Decision
- Decision number
- 1962870
- Decision date
- 18 June 2015
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ეკატერინე აბრამია
- Developer (company ID)
- 405059573
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.014.579
- Owner
- შპს "გრინპაკი" (405059573)
- Area
- 2,587 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.014.579Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1312998
- Status
- Approved
- Registered
- 25 May 2015
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 24 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 June 2015City answer
ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 9 დეკემბრის N1618232 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 25/05/2015წ. #AR1312998 განცხადებით მომართეს შპს "გრინპაკი"-ს დირექტორმა პაატა აბრამიამ და ეკატერინე აბრამიამ და მოითხოვეს ამავე სამსახურის 2014 წლის 9 დეკემბრის N1618232 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 9 დეკემბრის N1618232 გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი შპს „გრინპაკი“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №01.72.14.014.579) ოფისის მშენებლობის მიზნით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. მოგვიანებით, სამსახურის 26.01.2015წ. №1698276 ბრძანებით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა ოფისის (დამხმარე სასაწყობო მეურნეობით) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. აქტში დამკვეთად დაფიქსირდა შპს "გრინპაკი". საჯარო რეესტრის ამონაწერის (რეგისტრაციის №882014692264, მომზადების თარიღი: 24/12/2014 14:18:24) თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №01.72.14.014.579) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „გრინპაკი“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B15100727, 07/05/2015 14:55:07) თანახმად, შპს „გრინპაკის“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დირექტორი პაატა აბრამია. ასევე, სამსახურში 2015 წლის 25 მაისს შემოვიდა AR1313008 განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სამსახურის N1698276 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. აღნიშნული განცხადება სამსახურის 2015 წლის 18 ივნისის N1962843 ბრძანებით დაკმაყოფილდა და ძალადაკარგულად გამოცხადდა 26.01.2015წ. №1698276 ბრძანება. AR1313008 განცხადებით წარმოდგენილი ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათებით დასტურდება, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები არ განხორციელებულა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლში განსაზღვრული საფუძვლების გარდა, შეიძლება იყოს ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს არ გააჩნია 2014 წლის 9 დეკემბრის N1618232 აღმჭურველი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საპროექტო ობიექტის სამშენებლოდ გავითარების ინტერესი და აღნიშნული აქტის საფუძველზე, მშენებლობა ნაწარმოები არ არის, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს ეკატერინე აბრამიასა და პაატა აბრამიას 25/05/2015წ. #AR1312998 განაცხადი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 9 დეკემბრის N1618232 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლოს ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6), ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 18 June 2015Decision1962870 - Granted
- 5 June 2015City answer
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal