ქალაქი თბილისი , მეტრო "დიდუბის" მიმდებარედ.
Decision
- Decision number
- 1949612
- Decision date
- 12 June 2015
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ტრისტან დვალი
- Developer (company ID)
- 201953118
Parcel
- Cadastral code
- 01.13.03.051.007
- Owner
- შპს "დიდუბე" (201953118) (201953118)
- Area
- 3,779 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.13.03.051.007Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1317090
- Status
- Rejected
- Registered
- 9 June 2015
- Type
- Correction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 3 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 12 June 2015City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა თქვენ მიერ ელექტორულად ატვირთული დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე და მიმდებარე ტერიტორიაზე დამუშავებულია განაშენიანების რეგულირების „ჩარჩო-გეგმა“, რომელიც განსაზღვრავს ამ ტერიტორიების ქალაქმშენებლობითი განვითარების სტრატეგიულ მიმართულებას, დაზუსტებულ ზონებს და ქვეზონებს, ძირითად სატრანსპორტო მაგისტრალებს, მათ მიმართულებებს, კავშირებსა და კატეგორიებს. ჩასატარებელი სამუშაოები შეუსაბამობაშია ზემოაღნიშნულ „ჩარჩო გეგმასთან“ და ეწინააღმდეგება ამ დოკუმენტით განსაზღვრულ განვითარების ძირითად პრინციპებს. ამასთან, საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძის მოწყობის არეალს, რომლის ფარგლებშიც შეზღუდულია ყველა სახის შენობა–ნაგებობის განთავსება. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ქ. თბილისის ფარგლებში გამოიყოფა განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა, რომელიც გამოირჩევა სამშენებლო რეგულირების შესაბამისი ხარისხით და ამ ზონისათვის შემუშავებული დაცვის რეჟიმის კონკრეტული პირობებით. ასევე “ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის #24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის სსიპ – არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ასევე, ამავე დადგენილების მე-3 მუხლის “გ” პუნქტის თანახმად სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას განეკუთვნება ქ. თბილისის ტერიტორიულ-სივრცითი მოწყობის პოლიტიკის რეალიზაციისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამუშავება, მათში ცვლილებების შეტანა და დადგენილი წესით მათი დამტკიცება, გარდა ამისა, ამავე დებულების შესაბამისად, სამსახურის კომპეტენციას წარმოადგენს ქალაქის მშენებლობისა და კეთილმოწყობის რეგულირება, სამსახურს თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობების ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. “სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მასთან დაკავშირებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელებული თითოეული ქმედება უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს. თბილისის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-საამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე. სამსახურს, მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე შესაძლებლად არ მიაჩნია გასცეს შესაბამისი წერილობითი თანხმობა შენობა–ნაგებობების მშენებლობაზე. საპროექტო ნაკვეთზე №1533214 09.10.2014წ. გადაწყვეტილებით ერთხელ უკვე დაგიდასტურდათ დროებითი (საძირკველის არ მქონე) შენობა-ნაგებობების მოწყობის შესაძლებლობა და სამსახურს მიწის ნაკვეთის დამატებით ათვისება შესაძლებლად არ მიაჩნია.
Show moreShow less
- 12 June 2015Decision1949612 - Refused
- 9 June 2015Files uploaded
- 9 June 2015Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal