ქალაქი თბილისი , ქუჩა ბაღდადის , ნაკვეთი 23/032 / ქალაქი თბილისი , ქუჩა ბაღდადის , ნაკვეთი 23/031
Decision
- Decision number
- 1981735
- Decision date
- 3 July 2015
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით მახარაშვილი
- Developer (company ID)
- 406054852
Parcel
- Cadastral code
- 01.17.12.023.035
- Owner
- შპს "ბანი ლუქსი" (406054852)
- Area
- 1,765 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.17.12.023.035Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1318669
- Status
- Not reviewed
- Registered
- 15 June 2015
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 18 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 3 July 2015City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 15/06/2015წ. AR1318669 განაცხადი, რომლითაც ითხოვთ სამსახურის 15.07.2014წ. №1389030 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანას. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 15.07.2014წ. №1389030 ბრძანებით, ქალაქ თბილისში, სექტორი (ისანი), ბაღდადის ქუჩაზე, ნაკვეთი 23/032-ში და ბაღდადის ქუჩაზე, ნაკვეთი 23/031-ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N01.17.12.023.035), შეთანხმდა მრავალფუნქციური (საცხოვრებელი, საზოგადოებრივი) შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. წარმოდგენილ განაცხადში დაფიქსირებული განმარტების თანახმად, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისას, საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა მითითებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რის გამოც ითხოვთ შევიდეს ცვლილება სამსახურის 15.07.2014წ. №1389030 ბრძანებაში და საერთო ფართობის მაჩვენებლის უცვლელად, საოფისე ფართობი 646,21 კვ.მ.–ის ნაცვლად დაფიქსირდეს 485,76 კვ.მ და საცხოვრებელი ფართობი 6002,71 კვ.მ–ის ნაცვლად დაფიქსირდეს 6163,16 კვ.მ. სამსახურის მიერ, შესწავლილი იქნა საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და დადგინდა, რომ მოთხოვნილი ცვლილებების შედეგად, ადგილი აქვს საცხოვრებელი და საოფისე ფართების ფუნქციის გადანაცვლებას, რის შედეგადაც, საპროექტო შენობაში წარმოიქმნება ხუთი საცხოვრებელი ბინა. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების 41–ე მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელ ზონებში მიწის ნაკვეთის და სხვა უძრავი ობიექტების სამშენებლო განვითარებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მინიმუმ ერთი ავტოსადგომი ერთ საცხოვრებელ ერთეულზე. გამომდინარე აღნიშნულიდან, სამსახურის 15.07.2014წ. №1389030 ბრძანებაში, მოთხოვნილი ცვლილებების განხორციელება გამოიწვევს საპროექტო შენობაში დამატებით ხუთი საცხოვრებელი ბინის წარმოქმნას, რაც კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ასევე გამოიწვევს ავტოსადგომების რაოდენობის შემცირებას ბინების რაოდენობასთან მიმართებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტში შესაბამისი ცვლილებების ასახვის მიზნით, საკითხი საჭიროა დააყენოთ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის კორექტირების კუთხით. ამისათვის, განაცხადი სამსახურის ვებ–გვერდზე (www.tas.ge) უნდა დაარეგისტრიროთ შემდეგი თანმიმდევრობით: ელექტრონული განცხადებები >> მშენებლობის ნებართვა >> ორი ან მეტი ფუნქციის ობიექტები >> მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობა >> მიუთითეთ ობიექტის მახასიათებლები და ქმედებებში მონიშნეთ შეთანხმებული პროექტის ცვლილება. განაცხადის დარეგისტრირებისას პროგრამა ავტომატურად განგისაზღვრავთ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალს PDF ფაილის სახით. სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, სამსახური იმსჯელებს მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხთან დაკავშირებით და შესაბამის პასუხს გაცნობებთ ელექტრონულად, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
Show moreShow less
- 3 July 2015Decision1981735 - Other
- 15 June 2015Files uploaded
Documents
Other files1
- Bagdadis SSS1.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal