OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , გამზირი ილია ჭავჭავაძე , N 60 , (ნაკვეთი 03/025)

AR1318879Construction permitOther use16 June 2015
Sign in to follow

Applicant

Name
დიმიტრი ვაჩნაძე
Organization
43565
Developer (company ID)
206335474

Parcel

Cadastral code
01.14.11.003.025
Owner
შპს "კოლოსი XXI" (206335474) (206335474)
Area
2,579 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1318879
Status
Approved
Registered
16 June 2015
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
13 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 29 June 2015City answer

    ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 18 მაისის N139740 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 16 ივნისის AR1318879 განცხადებით მომართეს დიმიტრი ვაჩნაძემ და „შპს კოლოსი - XXI“-ის დირექტორმა შოთა პაქსაშვილმა და მოითხოვეს ამავე 2012 წლის 18 მაისის N139740 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2012 წლის 18 მაისის N139740 ბრძანებით, ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზ. #60-ში (ნაკვეთი #003/025), შპს "კოლოსი XXI "-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკ.კოდი #01.14.11.003.025) შეთანხმდა არსებული შენობის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2012 წლის 23 მაისიდან 2013 წლის 23 მაისის ჩათვლით. დამკვეთად დაფიქსირდა შ.პ.ს "კოლოსი-XXI". განმცხადებლების განმარტებითა და 2015 წლის 21 მაისის AR1312013 განცხადებისთვის დართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები არ არის. დღესდღეობით, განმცხადებლები მოითხოვენ სამსახურის 2012 წლის 18 მაისის N139740 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას, რამდენადაც აღარ სურთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის N 882015295677 - 29/05/2015 14:04:57, საკადასტრო კოდი: #N 01.14.11.003.025;) მიხედვით, საპროექტო ობიექტი წარმოადგენს შ.პ.ს "კოლოსი-XXI"-ს საკუთრებას. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს დიმიტრი ვაჩნაძისა და „შპს კოლოსი - XXI“-ის დირექტორის შოთა პაქსაშვილის AR1318879 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 18 მაისის N139740 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კილომეტრი #6) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal