ქალაქი თბილისი , ქუჩა ჯავახეთი , N14 / ქალაქი თბილისი , ქუჩა ჯავახეთი , N 14-ის მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 1996860
- Decision date
- 6 July 2015
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლევანი ღოთვაძე
- Organization
- 4735
- Developer (company ID)
- 406066750
Parcel
- Cadastral code
- 01.19.36.001.173
- Owner
- შპს "ინვესტ-4" (406066750)
- Area
- 254 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.19.36.001.173Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1322095
- Status
- Not reviewed
- Registered
- 26 June 2015
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 10 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 6 July 2015City answer
26/06/2015წ. AR1322095 განაცხადთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 26/06/2015წ. AR1322095 განაცხადით მომართა ლევან ღოთვაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 20.02.2015წ. №1745561 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ შპს „ალტას“ წარმომადგენლის მომართვის საფუძველზე, სამსახურმა, 20.02.2015წ. №1745561 გადაწყვეტილებით, დაადასტურა ქ. თბილისში, სექტორი – სამგორი, ჯავახეთის ქუჩა, №14 / ქალაქი თბილისი, ჯავახეთის ქუჩა, №14-ის მიმდებარედ, შპს „ინვესტ–4“–ის საკუთრებაში არსებული შენობის ფასადზე სარეკლამო აბრების მოწყობის შესაძლებლობა. დღეისათვის, განმცხადებელი ითხოვს 20.02.2015წ. №1745561 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას, ვინაიდან, არ აქვს აღნიშნული აქტის საფუძველზე, ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ამასთან, განმცხადებლის განმარტებით, დღეისათვის, შპს „ალტასთან“ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება გაუქმებულია. საჯარო რეესტრის ამონაწერის (რეგისტრაციის №882015330595, მომზადების თარიღი: 16/06/2015 11:17:04) თანახმად, საპროექტო ობიექტის (საკადასტრო კოდი №01.19.36.001.173) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ინვესტ–4“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B12040201, ამონაწერის მომზადების თარიღი: 26/03/2012 17:32:03) თანახმად, შპს „ინვესტ–4“–ის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დირექტორი – ლევან ღოთვაძე. განაცხადით, შპს „ალტასთან“ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმების დამადატურებელი დოკუმენტაცია, სამსახურში წარმოდგენილი არ არის. წარმოდგენილი განაცხადით, ასევე ვერ დგინდება, ნაწარმოებია თუ არა ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომლის ძალადაკარგულად გამოცხადებასაც ითხოვს განმცხადებელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. კოდექსის მე–13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. კოდექსის 83-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. შესაბამისად, იმისათვის, რომ განსახილველ განაცხადთან დაკავშირებით, მიღებული იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება, საჭიროა, განმცხადებელმა წარმოადგინოს სამშენებლო ობიექტზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა, შპს „ალტასთან“ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან შპს „ალტას“ თანხმობა სამსახურის 20.02.2015წ. №1745561 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სამშენებლო ობიექტზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა, შპს „ალტასთან“ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან შპს „ალტას“ თანხმობა სამსახურის 20.02.2015წ. №1745561 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 26/06/2015წ. AR1322095 განაცხადი დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლოს ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6), ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 6 July 2015Decision1996860
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal