OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , წულუკიძის 6 / ქალაქი თბილისი , ქუჩა წულუკიძე , N 6

AR1324765Construction permitOther use7 July 2015
Sign in to follow

Decision

Decision number
2057159
Decision date
7 August 2015
Outcome
Granted
Construction period
8 October 2013 – 8 October 2015
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ლეილა ჩხეტიანი
Organization
5686
Developer (company ID)
406043482

Parcel

Cadastral code
01.17.10.012.091
Owner
შპს "ვარკეთილი 2011" (406043482)
Area
1,496 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1324765
Status
Approved
Registered
7 July 2015
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
31 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 7 August 2015City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 08.10.2013წ. №938191 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 07/07/2015წ. AR1324765 განაცხადით მომართეს ლეილა ჩხეტიანმა და ზურაბ იმნაიშვილმა და მოითხოვეს ამავე სამსახურის 08.10.2013წ. №938191 ბრძანებაში, დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 08.10.2013წ. №938191 ბრძანებით, ქ. თბილისში, სექტორი – ისანი, წულუკიძის N6 / ქ. თბილისი, წულუკიძის ქუჩა, N6-ში, შპს "ვარკეთილი 2011"–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.17.10.012.091), შეთანხმდა არსებული შენობის რეკონსტრუქციის (სასტუმრო) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 08 ოქტომბრიდან 2015 წლის 08 ოქტომბრის ჩათვლით. დამკვეთად დაფიქსირდა შპს „ვარკეთილი 2011“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 406043482). დღეისათვის, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 08.10.2013წ. №938191 ბრძანებაში, დამკვეთის სახელში ცვლილების შეტანას, იმ გარემოების გამო, რომ შპს „ვარკეთილი 2011“–ს შეეცვალა საფირმო სახელწოდება და დღეისათვის რეგისტრირებულია როგორც შპს „სასტუმრო ივერია ინ“. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე–20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე, დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B15067398, 30/03/2015 15:18:09) თანახმად, სახელწოდების ცვლილების შედეგად, იურიდიულ პირს საიდენტიფიკაციო კოდით 406043482, დღეისათვის, შპს "ვარკეთილი 2011"–ის ნაცვლად, ეწოდება შპს „სასტუმრო ივერია ინ“. ამასთან, ამავე ამონაწერის თანახმად, შპს „სასტუმრო ივერია ინ“–ის ხელმძღვანელობა/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოდგენს მისი დირექტორი, ზურაბ იმნაიშვილი, რომელიც არის ერთ–ერთი განმცხადებელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. მოცემულ შემთხვევაში გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 63–ე მუხლების,მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე–9 მუხლისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს ლეილა ჩხეტიანისა და ზურაბ იმნაიშვილის 07/07/2015წ. AR1324765 განცხადება; შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 08.10.2013წ. №938191 ბრძანებაში და დამკვეთის სახელწოდებად დაფიქსირდეს შპს „სასტუმრო ივერია ინ“; წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 08.10.2013წ. №938191 ბრძანებასთან ერთად; წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 7 August 2015Decision2057159 - Granted
  3. 23 July 2015City answer
  4. 7 July 2015Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal