OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ხოშარაულის ქუჩა N30

AR1325351Construction permitOther use8 July 2015- Didube
Sign in to follow

Decision

Decision number
2047338
Decision date
5 August 2015
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ლაშა ღვინიანიძე
Developer (company ID)
405078197

Parcel

Cadastral code
01.13.05.009.049
Owner
შპს "ნიუ აუტო მოტორსი" (405078197)
Area
3,854 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1325351
Status
Not reviewed
Registered
8 July 2015
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
28 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 5 August 2015City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური გაეცნო თქვენს AR1325351 განცხადებას, რომლითაც გსურთ თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: #01.13.05.009.049) ფუნქციური ზონის ცვლილება. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით ვრცელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1), მცირედით სამრეწველო ზონა 1 (ს–1) და საცხოვრებელი ზონა 6 (სზ–6). „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების თანახმად საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 1 (სსზ–1) წარმოადგენს საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიან ზონას, მათ შორის კარკასს განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე. სამრეწველო ზონა 1–ში (ს–1) განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები; შესაძლებელია სამრეწველო ზონა 1 (ს-1)-ის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი შენობების/სამყოფების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად. ხოლო, საცხოვრებელი ზონა 6 (სზ–6), წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. შესაძლებელია აგრეთვე ამ წესების დანართით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები (იხ. დანართი). აქვე გაცნობებთ, რომ მოცემულ ტერიტორიაზე არ ვრცელდება სატრანსპორტო ზონა. დანართის სახით გიგზავნით აერო გადაღებას ფუნქციური ზონების ჩვენებით (იხ.დანართი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არქიტექტურის სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა აეროგადაღებაზე ზუსტად მონიშნოთ თქვენს დაინტერესებაში არსებული ტერიტორია, ფართობისა და ზომების მითითებით. ასევე დააკონკრეტოთ მოთხოვნა, თუ რომელი ფუნქციური ზონის რა ზონით და რა მიზნით გსურთ ცვლილება. რის შემდგომაც, სამსახურს მიეცემა შესაძლებლობა მოცემული საკითხი გადააგზავნოს “ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს” სხდომაზე განსახილველად. დამატებით გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევასი თუ გსურთ დადგენილი განაშენიანების რეგულირების ხაზის მონაცვლეობა, საჭიროა ელექტრონული განცხადება ატვირთოთ ჩვენი სამსახურის ვებგვერდზე http://tas.ge/–ზე შესაბამის ნომენკლატურაში. კერძოდ: „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები“ შემდეგ „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილება“ და შეავსოთ შესაბამისი ველები. გაურკვევლობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამსახურის ტექნიკური პრობლემების ცხელ ხაზს #2 37 83 46.

    Show more
  2. 5 August 2015Decision2047338 - Other
  3. 8 July 2015Files uploaded

Documents

Other files3

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal