ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , "დიდი დიღომის ტერიტორია"
Decision
- Decision number
- 2044496
- Decision date
- 31 July 2015
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გია მურაჩაშვილი
- Organization
- 17360
- Developer (company ID)
- 400121408
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.040.004
- Owner
- მერაბ თოფჩიშვილი (P/N: *********36)
- Area
- 1,000 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.040.004Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1330903
- Status
- Approved
- Registered
- 30 July 2015
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 31 July 2015City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 07.07.2015 წლის #1999732 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 30.07.2015 წლის AR1330903 განცხადებით მომართა გია მურაჩაშვილმა და მოითხოვა ცვლილების შეტანა ამავე სამსახურის 07.07.2015 წლის #1999732 ბრძანებაში. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 07.07.2015 წლის #1999732 ბრძანებით, ქ. თბილისში, სოფელი დიღომი , "დიდი დიღომის ტერიტორია", თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.72.14.040.004), შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 07.07.2015 წ-დან 07.03.2016 წ-ის ჩათვლით. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე–20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე, დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან: ს/კ 01.72.14.040.004; რეგისტრაციის #882014425869; მომზადების თარიღი: 15/08/2014 11:52:47) დასტურდება, რომ აღნიშნული საპროექტო ობიექტის მესაკუთრე არის შპს „ოქროს ხანა“(ID #400121408). შესაბამისად, მას აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B14066217, 26/06/2014 16:13:11) შპს „ოქროს ხანის“ დირექტორი არის გია მურაჩაშვილი. ამდენად, მისი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედების უფლებამოსილება აქვს დირექტორს–გია მურაჩაშვილს. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. მოცემულ შემთხვევაში გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური. დღეისათვის, განმცხადებელი გია მურაჩაშვილი ითხოვს აღნიშნულ ბრძანებაში ცვლილების შეტანას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, საზაფხულო ფართობად 195,6 კვ.მ–ის ნაცვლად, 276,0 კვ.მ–ის დაფიქსირებას. სამსახურმა შეისწავლა მოთხოვნილი მაჩვენებლების შესაბამისობა შეთანხმებულ პროექტთან და დაადგინა მისი განხორციელების შესაძლებლობა. ამასთანავე, საზაფხულო ფართის კორექტირებით, იცვლება საერთო ფართობი და ცვლილების შემდეგ შეადგენს 4840.4 კვ.მ–ს. ამიტომ, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია საერთო ფართობის ცვლილებაც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 63–ე მუხლების, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე–9 მუხლისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს გია მურაჩაშვილის 30.07.2015 წლის AR1330903 განცხადება; 2. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 07.07.2015 წლის #1999732 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო და საერთო ფართობები დაფიქსირდეს შემდეგნაირად: საზაფხულო ფართობი (კვ.მ).:276.0 საერთო ფართობი (კვ.მ).:4840.4; 3. წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 31 July 2015Decision2044496 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal