OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის IV მ.რ-ს მიმდებარედ, ონკოლოგიური ცენტრის სამხრეთით ფერდობზე, ნაკვეთი N43

AR1331177Construction permitOther use30 July 2015- Nutsubidze
Sign in to follow

Applicant

Name
ვასილი ცომაია
Developer (company ID)
405094240

Parcel

Cadastral code
01.14.16.015.138
Owner
ფალაჰ ჰასან ჰუსსეინ ჰუსსეინ (P/N: G1629767)
Area
416 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1331177
Status
Not reviewed
Registered
30 July 2015
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
15 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 14 August 2015City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 30 ივლისს #AR1331207 განცხადებით მომართა ფალაჰ ჰასან ჰუსსეინ ჰუსსეინმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 02 მარტის #1752527 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. ხოლო, 2015 წლის 30 ივლისს #AR1331177 განცხადებით მომართა ვასილი ცომაიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2014 წლის 11 მარტის #1143965 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2014 წლის 11 მარტს #01.14.16.015.138 (416 კვ.მ) საკადასტრო ერთეულზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით დამტკიცებულ იქნა #1143965 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2015 წლის 02 მარტის #1752527 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ნუცუბიძის IV მ/რ-ის მიმდებარედ, ონკოლოგიური ცენტრის სამხრეთით ფერდობზე, ნაკვეთი #43, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.14.16.015.138) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 03 მარტიდან 2016 წლის 03 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურს 2015 წლის 01 მაისს #AR1306370 განცხადებით მომართა ფალაჰ ჰასან ჰუსსეინ ჰუსსეინმა და მოითხოვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა საპროექტო ობიექტის მითითების ნაწილში, კერძოდ, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ნაცვლად დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაფიქსირება. რის საფუძველზეც, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 20 მაისის #2303 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ნუცუბიძის IV მ/რ-ის მიმდებარედ, ონკოლოგიური ცენტრის სამხრეთით ფერდობზე, ნაკვეთი #43, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.14.16.015.138) დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება. თუმცა, ვინაიდან 2015 წლის 01 მაისის #AR1306370 განცხადებით წარმოდგენილი ფოტოსურათებით არ ჩანდა, რომ ნაწარმოები იყო სამშენებლო სამუშაოები, სამსახურის მიერ განმცხადებელს განემარტა, რომ უნდა მომხდარიყო 2014 წლის 11 მარტის #1143965 გადაწყვეტილების და 2015 წლის 02 მარტის #1752527 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურში დაცული დოკუმენტაციის და 2015 წლის 30 ივლისის #AR1331207 განცხადებაზე წარმოდგენილი საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთზე 2015 წლის 02 მარტის #1752527 ბრძანების საფუძველზე ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ვინაიდან, საპროექტო ტერიტორიაზე ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესის არსებობის შემთხვევაში საჭიროა 2014 წლის 11 მარტის #1143965 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, რის შემდგომაც შესაძლებელი იქნება მოთხოვნის დაყენება კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე. ხოლო, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესის არარსებობის შემთხვევაში საჭიროა დემონტაჟის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების, დემონტაჟის ნებართვისა და ზემოაღნიშნული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნის ერთდროულად დაყენება.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal