OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , გამზირი მოსკოვი , N 2 , ( ნაკვ. 002/040)

AR1332169Construction permitOther use4 August 2015
Sign in to follow

Decision

Decision number
2060727
Decision date
11 August 2015
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ზაზა კორძახია
Developer (company ID)
202460103

Parcel

Cadastral code
01.17.12.002.040
Owner
შპს "რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი" (202460103)
Area
70 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1332169
Status
Rejected
Registered
4 August 2015
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 11 August 2015Decision2060727 - Refused
  2. 11 August 2015City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1332169 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას, თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.17.12.002.040) მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურის განთავსებასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით ვრცელდება საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ–2). „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების თანახმად საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ–2) წარმოადგენს განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონას, მათ შორის კარკასს, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთები სამშენებლო საქმიანობისათვის გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით იყოფა სამშენებლო მიწის ნაკვეთად, სამშენებლოდ შეზღუდულ მიწის ნაკვეთად და სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთად. ასევე ქ. თბილისის საკრებულოს ,,ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების თანახმად, ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში არსებული ის ცალკეული მიწის ნაკვეთები, შენობები და ნაგებობები, რომელთა ამ წესის მოთხოვნებთან შეუსაბამობა განპირობებულია გარემოებებით (მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაცია, ხაზოვანი ზომები, ნარგავების არსებობა და ა.შ.), იძენენ ,,შეუსაბამო“– უძრავი ობიექტის იურიდიულ სტატუსს.“ კონკრეტულ შემთხვევაში, საზოგადოებრივ–საქმიან ზონა 2 (სსზ-2)-ში მდებარე მიწის ნაკვეთი თავისი კონფიგურაციის და ფართობის სიმცირის გამო (70.00 კვ.მ) წარმოადგენს შეუსაბამო მიწის ნაკვეთს, რომელიც არ იძლევა სრულყოფილი დამოუკიდებელი ობიექტის განთავსების საშუალებას. ქ. თბილისში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის #4-27 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თანახმად, დედაქალაქში გარე ვაჭრობად მიჩნეულია ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე, დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა. ამავე გადაწყვეტილების მე–4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, გარე ვაჭრობის კონკრეტულ ადგილებს განსაზღვრავს ქ. თბილისის მთავრობა. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 65–ე მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა–ნაგებობის ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 23 სექტემბრის #25.04.1186 დადგენილებით დამტკიცებული რუკების თანახმად, თქვენს მიერ მოთხოვნილ ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა და გარე ვაჭრობის ობიეტების განსათავსება აკრძალულია. ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და ასევე მოცემული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, არქიტექტურის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

    Show more
  3. 4 August 2015Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal