ქალაქი თბილისი , ა. წერეთლის გამზირი , N 87ბ
Decision
- Decision number
- 2156372
- Decision date
- 1 September 2015
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მერაბ ჯანელიძე
- Organization
- 4865
- Developer (company ID)
- 202395069
Parcel
- Cadastral code
- 01.13.06.004.031
- Owner
- ამხანაგობა "ორბი" (202395069)
- Area
- 2,837 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.13.06.004.031Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1332296
- Status
- Rejected
- Registered
- 11 August 2015
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 1 September 2015Decision2156372 - Refused
- 1 September 2015City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2015 წლის 11 აგვისტოს #AR1332296 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.09.2013 წ. №919720 ბრძანებაში ცვლილების შეტანას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 26.09.2013 წ. №919720 ბრძანებით, ქ. თბილისში, სექტორი (დიდუბე), სტანისლავსკის ქუჩის მიმდებარედ, ამხანაგობა ,,ორბი"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნულ ბრძანებებში ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირდა პროექტის შეთანხმების სტადიაზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განმარტებითი ბარათის შესაბამისად. ამასთან, 04.11.2014წ. #AR1263043 განცხადებით სამსახურს მომართა მერაბ ჯანელიძემ და მოითხოვა განხორციელებული მშენებლობის დადასტურება "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 62-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 01 აპრილის Nბ-12/13346297-16 ბრძანება შენობა–ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11.11.2014წ. №1578009 გადაწყვეტილებით დადასტურდა ქ. თბილისში, სტანისლავსკის ქუჩის მიმდებარედ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი №01.13.06.004.031), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 01.04.2014 წლის Nბ-12/13346297-16 ბრძანებაში დარღვევებით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა და მათი დასაშვებობა, ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. მითითებულ გადაწყვეტილებაში ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები არ დაფიქსირებულა. მოგვიანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის Nბ-12/1432113-16 ბრძანებით, მშენებლობადამთავრებული ობიექტი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 62-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ" ქვეპუნქტის თანახმად, „ქ. თბილისში (გარდა V კლასის შენობა-ნაგებობებისა) თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, თუმცა სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და დამკვეთს უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე, დამკვეთის მიერ ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენის შემდეგ, აღნიშნული ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის გარეშე უკვე განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობასა და მისი დასაშვებობის დადასტურებაზე. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტისაგან განსხვავებით ნაწარმოები მშენებლობის დადასტურება ხდება წერილობითი ფორმით“. შესაბამისად, ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11.11.2014წ. №1578009 გადაწყვეტილებით დადასტურდა მხოლოდ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტისაგან (სამსახურის 26.09.2013 წ. №919720 ბრძანება) განსხვავებით ნაწარმოები მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნული კი, არ ითვალისწინებს სამსახურის მიერ საპროექტო ობიექტის ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ახალი გაანგარიშების შეთანხმების ვალდებულებას. ვინაიდან, ზემოაღნიშნული ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნის საფუძველზე, შენობა–ნაგებობის ფაქტობრივი მაჩვენებლების ასახვა ხდება ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტში. აქედან გამომდინარე, მაჩვენებლებთან დაკავშირებით ცვლილების შეტანის მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.
Show moreShow less
- 11 August 2015Files uploaded
Documents
Other files1
- Binder2.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal