OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩოლოყაშვილი , N 48 ა / ქალაქი თბილისი , ჩიხი ჩოლოყაშვილი III , N 4 , (ნაკვეთი N60/30)

AR1338622Construction permitOther use1 September 2015
Sign in to follow

Decision

Decision number
2185779
Decision date
22 September 2015
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ჯემალ მიმინოშვილი
Developer (company ID)
206330406

Parcel

Cadastral code
01.17.12.060.030
Owner
ი.ბ.ა. "ორთაჭალა-2006" (206330406) (206330406)
Area
2,709 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1338622
Status
Approved
Registered
1 September 2015
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
21 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 22 September 2015City answer

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 05 დეკემბრის #1030256 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 01 სექტემბერს #AR1338622 განცხადებით მომართა ჯემალ მიმინოშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2013 წლის 05 დეკემბრის #1030256 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 05 დეკემბრის #1030256 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ისანი, ჩოლოყაშვილის ქ. #48ა–ში / ქ. თბილისში, ჩოლოყაშვილის III ჩიხი, #4-ში (ნაკვეთი #60/30), თანასაკურების მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.17.12.060.030) მრავალფუნქციური ობიექტის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 05 დეკემბრიდან 2014 წლის 05 აპრილის ჩათვლით. სამსახურის 2014 წლის 05 სექტემბრის #1459748 გადაწყვეტილებით დადასტურდა მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 05 მაისის #ბ- 12/14014216-16 ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ-სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებითი მოთხოვნებთან შესაბამისობა და მათი დასაშვებობა, ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. ხოლო, სამსახურის 2015 წლის 29 ივნისის #1982119 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა, 2013 წლის 05 დეკემბრის #1030256 ბრძანებაში, ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნულ ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 65.19 კვ.მ–ის ნაცვლად 55.29 კვ.მ–ის, ხოლო, საერთო ფართობად 389.05 კვ.მ–ის ნაცვლად 374.45 კვ.მ–ს დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 05 დეკემბრის #1030256 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 05 დეკემბრის #1030256 ბრძანებაში, კერძოდ: კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდეს 55.29 კვ.მ., ხოლო, საერთო ფართობად 374.45 კვ.მ.; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 05 დეკემბრის #1030256 და 2015 წლის 29 ივნისის #1982119 ბრძანებებთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 22 September 2015Decision2185779 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal