ქალაქი თბილისი , თემქის დასახლება, III მ/რ, II კვარტალი/ ქალაქი თბილისი , თემქის დასახლება, III მიკრო რ/ნი, II კვარტალი, (ნაკვეთი 7/11)-ის მიმდ./ ქალაქი თბილისი , თემქა III მ/რ II კვ. 142-ე სკოლის მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 2210253
- Decision date
- 25 September 2015
- Outcome
- Granted
- Construction period
- 19 August 2015 – 19 February 2018
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი ასკურავა
- Developer (company ID)
- 400108307
Parcel
- Cadastral code
- 01.12.02.007.045
- Owner
- შპს "ასდო" (400108307)
- Area
- 957 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.12.02.007.045Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1340330
- Status
- Approved
- Registered
- 8 September 2015
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 25 September 2015City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N2147098 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 8 სექტემბერს AR1340330 განაცხადით მომართა ირაკლი ასკურავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N2147098 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2015 წლის 19 აგვისტოს N2147098 ბრძანებით ქ.თბილისში, თემქის დასახლება, III მ/რ, II კვარტალი, ქ. თბილისში, თემქის დასახლება, III მ/რ, II კვარტალი (ნაკვეთი 7/11)–ის მიმდ, ქ. თბილისში, თემქის დასახლება, III მ/რ, II კვ. 142–ე სკოლის მიმდებარედ, (საკადასტრო კოდი N01.12.02.007.045), შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 19 აგვისტოდან 2018 წლის 19 თებერვლის ჩათვლით. დამკვეთად დაფიქსირდა შპს ,,ასდო“. განმცხადებლის განმარტებით, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისას, საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა მითითებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შესაბამისად აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე განაცხადით მოთხოვნილია ცვლილების შეტანა სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N2147098 ბრძანებაში, რომლის თანახმადაც ცვლილების განხორციელების შემდეგ დაფიქსირდება შემდეგი მონაცემები: საერთო ფართობი - 3006.9 კვ.მ. - მათ შორის: საცხოვრებელი ფართობი - 1634.2 კვ.მ.; დამხმარე ფართობი - 25.4 კვ.მ.; კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი - 388.9 კვ.მ.; კომერციული - 101.2 კვ.მ. სამსახურმა AR1340330 განაცხადზე თანდართული დოკუმენტაცია შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს და დაადგინა, რომ წარმოდგენილი ტენიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შესაბამისობაშია შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე და 96-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N2147098 ბრძანებაში და ტექნიკურ – ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო, საცხოვრებელი, კომერციული, დამხმარე, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობების მაჩვენებლები დაფიქსირდეს შემდეგი სახით: საერთო ფართობი: 3006.9 კვ.მ. საცხოვრებელი ფართობი: 1634.2 კვ.მ. კომერციული ფართობი: 101.2 კვ.მ. დამხმარე ფართობი: 25.4 კვ.მ. კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 388.9 კვ.მ.; 2. სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N2147098 ბრძანება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი; 3. სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N2147098 ბრძანებას დაერთოს AR1340330 განაცხადზე ატვირთული გეგმები; 4.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N2147098 ბრძანებასთან ერთად; 5.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, N6), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 25 September 2015Decision2210253 - Granted
- 23 September 2015City answer
- 23 September 2015Files uploaded
- 16 September 2015City answer
- 16 September 2015Files uploaded
- 8 September 2015Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal