; ქალაქი თბილისი , გრიშაშვილის, ახუნდოვის და ფირდოუსის ქუჩებს შორის
Applicant
- Name
- თეიმურაზ ღვანიძე
- Developer (company ID)
- 204520562
Parcel
- Cadastral code
- 01.18.04.017.011
- Owner
- ი.ბ.ა. "აბანოთუბანი 2006" (204520562) (204520562)
- Area
- 2,204 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.18.04.017.011Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR134052
- Status
- Interim decision
- Registered
- 29 March 2012
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Waiting on
- the applicant
- since 18 April 2012 (5,332 days)
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 April 2012City answer
29.03.2012წ. №არ134052 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2012 წლის 29 მარტს №AR134052 განცხადებით მომართა შპს „ლაზათი და კომპანია“-ს დირექტორმა თეიმურაზ ღვანიძემ და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში (სექტორი კრწანისი), გრიშაშვილის, ახუნდოვის და ფირდოუსის ქუჩებს შორის ი.ბ.ა „აბანოთუბანი 2006“-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ ბრძანებაში, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანა. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2011 წლის 04 ივლისს ქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში (სექტორი კრწანისი), გრიშაშვილის, ახუნდოვის და ფირდოუსის ქუჩებს შორის ი.ბ.ა. „აბანოთუბანი 2006“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე №01/1658 ბრძანებით შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და №ნ/1748-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობა. ზემოაღნიშნულ აქტში დამკვეთად მითითებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „აბანოთუბანი 2006“. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების განხორციელების მოთხოვნით მოგვმართავს შპს „ლაზათი და კომპანია“-ს დირექტორი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს დაინტერესებული მხარის, ამ შემთხვევაში ი.ბ.ა. „აბანოთუბანი 2006“-ის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ასევე, განცხადების შეტანის დროს განმცხადებლის მიერ არ იქნა შევსებული "სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები"-ს გარაფა, კერძოდ: არ არის მითითებული იმ ბრძანების ნომერი და გაცემის თარიღი, რომელშიც უნდა მოხდეს ცვლილების შეტანა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. იმისათვის, რომ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება შპს „ლაზათი და კომპანია“-ს დირექტორის თეიმურაზ ღვანიძეს 29.03.12წ. №Aღ134052 განცხადებასთან დაკავშირებით საჭიროა წარმოდგენილ იქნას ახალი განმარტებითი ბარათი, დამკვეთის თანხმობა საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანაზე ან დარეგისტრირდეს თანაგანმცხადებლათ და მითითებულ იქნას "სამართლებრივი აქტის რეკვიზიტების" გარაფაში შესაბამისი ბრძანების ნომერი და გაცემის თარიღი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად ვბრძანებ 1. დაევალოს განმცხადებელს 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შესაბამის გარაფაში ატვირთული განმარტებითი ბარათი შესრულებული პროექტის ავტორის მიერ (გეგმა–ნახაზებზე იმ ფართობების მონიშვნით, რომელიც ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში განიცდის ცვლილებას), დამკვეთის თანხმობა საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანაზე ან დაარეგისტრიროს დამკვეთი თანაგანმცხადებლად და "სამართლებრივი აქტის რეკვიზიტების" გარაფაში მიუთითოს ბრძანების ნომერი და გაცემის თარიღი. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 29.03.2012წ. №AR134052 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის.: ჟ. შარტავას ქუჩა №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal