ქალაქი თბილისი , გამზირი აკ. წერეთელი , N 114
Decision
- Decision number
- 2204633
- Decision date
- 6 October 2015
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- არჩილ ლომთათიძე
- Developer (company ID)
- 201948063
Parcel
- Cadastral code
- 01.13.05.003.006
- Owner
- შ.პ.ს. "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" (201948063)
- Area
- 27,185 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.13.05.003.006Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1341107
- Status
- Approved
- Registered
- 11 September 2015
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 25 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 6 October 2015City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 იანვრის #1684064 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 11 სექტემბერს #AR1341107 განცხადებით მომართა არჩილ ლომთათიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 13 იანვრის #1684064 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 იანვრის #1684064 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი დიდუბე, გამზირი აკაკი წერეთელი #114, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.13.05.003.006), საზოგადოებრივი–კვების ობიექტის (კაფე–ბარი) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 14 იანვრიდან 2015 წლის 14 ივლისის ჩათვლით. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის გამო სამსახურის მიერ გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულია მშენებლობის ნებართვის გაცემის ნაწილში. სამსახურის 2015 წლის 13 იანვრის #1684064 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის: #882015321632; მომზადების თარიღი: 16/06/2015 წ.; საკადასტრო კოდი: #01.13.05.003.006) მიხედვით, საპროექტო ობიექტის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია, რომლის დირექტორს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის: #B15132453; მომზადების თარიღი: 19/06/2015 წ.; ს/კ: #201948063 ) თანახმად, წარმოადგენს თემურ ჭყონია. სამსახურში წარმოდგენილ იქნა 2015 წლის 1 მაისის მინდობილობა, რომლითაც შპს კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია (ს/კ: #201948063) ენდობა არჩილ ლომთათიძეს მასზედ, რომ მას უფლება აქვს იყოს ფირმის წარმომადგენელი, სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შეიტანოს განცხადებები, წარადგინოს და შეათანხმოს სამშენებლო პროექტები ფირმის კუთვნილ ტერიტორიაზე მდებარე ქ. თბილისში, სექტორი დიდუბე, გამზირი აკაკი წერეთელი #114–ში, ხელი მოაწეროს და განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც საჭიროა აღნიშნული დავალების შესასრულებლად. დღეისათვის განმცხადებელი ითხოვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 იანვრის #1684064 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას, ვინაიდან მას აღარ აქვს აღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების ინტერესი. სამსახურში წარმოდგენილი სამშენებლო ობიექტზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტის საფუძველზე ნაწარმოები არ არის სამშენებლო სამუშაოები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34–ე მუხლის შესაბამისად, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. შესაბამისად, ვინაიდან ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტის საფუძველზე მესაკუთრეს აღარ აქვს სამშენებლო სამუშაოების წარმოების ინტერესი და ამასთან, საპროექტო ობიექტზე ნაწარმოები არ არის სამშენებლო სამუშაოები, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 იანვრის #1684064 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34–ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს მოქალაქე – არჩილ ლომთათიძის 2015 წლის 11 სექტემბრის #AR1341107 განცხადება; 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 იანვრის #1684064 ბრძანება; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 6 October 2015Decision2204633 - Granted
- 22 September 2015City answer
- 22 September 2015Files uploaded
- 11 September 2015Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal