ქალაქი თბილისი , აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N43
Decision
- Decision number
- 2213024
- Decision date
- 6 October 2015
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზურაბ აბზიანიძე
- Organization
- 17680
- Developer (company ID)
- 400070203
Parcel
- Cadastral code
- 01.13.03.010.021
- Owner
- შპს მეგა პლაზა (402006609)
- Area
- 1,007 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.13.03.010.021Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1341951
- Status
- Approved
- Registered
- 15 September 2015
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 6 October 2015City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 14/05/2015 წლის #1896596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ზურაბ აბზიანიძის, ნინო გველესიანისა და დავით ბასიაშვილის 15/09/2015 წლის AR1341951 განცხადება, რომლითაც მოითხოვეს ამავე სამსახურის 14/05/2015 წლის #1896596 ბრძანებაში ცვლილების შეტანა დამკვეთთან დაკავშირებით. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 14/05/2015 წლის #1896596 ბრძანებით, ქ. თბილისში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N43-ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი № 01.13.03.010.021) შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 15.05.2015 წ-დან 15.05.2017 წ-ის ჩათვლით. დღეისათვის განმცხადებლები 15/09/2015 წლის AR1341951 განცხადებით ითხოვენ სამსახურის 14/05/2015 წლის #1896596 ბრძანებაში, დამკვეთთან დაკავშირებით ცვლილებას და შპს MDM Group-თან ერთად, აღნაგობის უფლების მქონე პირის, შპს ,,მეგა პლაზა"–ს (ს/კ #402006609) დაფიქსირებას. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე–20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საჯარო რეესტრის მონაცემების (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: 882015236912; 04/05/2015 17:21:08) გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ #01.13.03.010.021 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს წარმოადგენენ შპს MDM Group და შესაბამისად, მას აქვს მისი სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ასევე, დგინდება, რომ შპს ,,მეგა პლაზა" (ს/კ #402006609) არის აღნაგობის უფლების მქონე პირი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B14055467, 27/05/2014 13:42:51) დგინდება, რომ შპს MDM Group–ის დირექტორი არის თანაგანმცხადებელი, დავით ბასიაშვილი, ხოლო შპს ,,მეგა პლაზა"–ს (ს/კ #402006609) დირექტორი– ნინო გველესიანი (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B14119606, 27/11/2014 11:06:09). ამდენად, მეწარმეთა შესახებ კანონის მე–9 მუხლის თანახმად, დავით ბასიაშვილსა და ნინო გველესიანს აქვთ აღნიშნული იურიდიული პირის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედების უფლებამოსილება. თანაგანმცხადებლად დაფიქსირებით, კი ისინი გამოხატავენ სურვილს, შპს MDM Group–თან ერთად, 14/05/2015 წლის #1896596 ბრძანებაში, დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,მეგა პლაზა" (ს/კ #402006609). საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. მოცემულ შემთხვევაში გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 63–ე მუხლებისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს ზურაბ აბზიანიძის, ნინო გველესიანისა და დავით ბასიაშვილის 15/09/2015 წლის AR1341951 განცხადება; შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 14/05/2015 წლის #1896596 ბრძანებაში და დამკვეთად შპს MDM Group–თან ერთად, დაფიქსირდეს შპს ,,მეგა პლაზა" (ს/კ #402006609); წინამდენარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 14/05/2015 წლის #1896596 ბრძანებასთან ერთად; წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 6 October 2015Decision2213024 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal