ქალაქი თბილისი , გურამიშვილის გამზირი N75-ის მიმდებარედ, მინდელის სახ. ხიდიდან გლდანში მიმავალ გზაზე, (ნაკვ. 26/15)
Decision
- Decision number
- 2205919
- Decision date
- 23 September 2015
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თომა ჩიტაიშვილი
- Developer (company ID)
- 200015107
Parcel
- Cadastral code
- 01.11.04.026.015
- Owner
- შპს "იმედი-2" (200015107)
- Area
- 180 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.11.04.026.015Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1343085
- Status
- Rejected
- Registered
- 19 September 2015
- Type
- New construction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 4 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 23 September 2015City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ განხილულ იქნა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებით გაცნობებთ: ქალაქ თბილისის მასშტაბით სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის პრინციპებს არეგულირებს ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის `ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ~ #4-13 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 მუხლის თანახმად "თბილისის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვა ხორციელდება ამ წესებისა და მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების პრინციპებზე დამყარებული მიწათსარგებლობის დაგეგმვის ორსაფეხურიანი სისტემით: ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის ნაწილია დასახლების მთელი ტერიტორიისათვის მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების ზოგადი რუკა; ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის ნაწილია თბილისის ტერიტორიის ნაწილებისათვის მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა. მე-18 მუხლის მიხედვით უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად). ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გამოყოფილ ფუნქციურ ზონებს შორისაა საზოგადოებრივი-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2), რომელიც წარმოადგენს განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონას, მათ შორის კარკასი, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციით და არა I კლასს დაქვემდებერებული ობიექტები. საპროექტო მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდით #01.11.04.026.015) დღეის მდგომარეობით მინიჭებული აქვს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის (სსზ-2) სტატუსი. გარდა ამისა, "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთები სამშენებლო საქმიანობისათვის გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით იყოფა სამშენებლო მიწის ნაკვეთად, სამშენებლოდ შეზღუდულ მიწის ნაკვეთად და სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთად. ასევე ქ. თბილისის საკრებულოს ,,ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ~ 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების თანახმად, ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში არსებული ის ცალკეული მიწის ნაკვეთები, შენობები და ნაგებობები, რომელთა ამ წესის მოთხოვნებთან შეუსაბამობა განპირობებულია გარემოებებით (მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაცია, ხაზოვანი ზომები, ნარგავების არსებობა. ფუნქციური ზონით განპირობებული შეზღუდვა და ა.შ.), იძენენ , შეუსაბამო" უძრავი ობიექტის იურიდიულ სტატუსს. აგრეთვე, ქალაქ თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იქნვრის დადგენილება #01.14.11–ის შესაბამისად ქალაქის ქუჩებში მთავარ მაგისტრალებზე ავტოსამრეცხაოების მოწყობა უნდა განხორციელდეს ისე, რომ მათი შესასვლელები და მომსახურება არ იყოს ორიენტირებული მთავარი მაგისტრალების მხარეს, მათი მომსახურეობა უნდა განხორციელდეს ეზოს შიდა მხრიდან ქუჩიდან ,,ჩაუხედავობის“ პრინციპის დაცვით. კონკრეტულ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არ იძლევა ეზოს შიდა მხრიდან მომსახურების განხორციელების საშუალებას, ამასთან ნაკვეთის ხაზოვანი ზომების და ფართობის სიმცირის გამო (180.00 კვ.მ) წარმოადგენს შეუსაბამო მიწის ნაკვეთს, რომელიც არ იძლევა სრულყოფილი დამოუკიდებელი ობიექტების განთავსების საშუალებას. გამომდინარე აქედან, საპროექტო მიწის ნაკვეთი მოთხოვნილი ფუნქციით სამშენებლოდ განვითარებისთვის შეუსაბამოა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ობიექტი, როგორც მოცულობითი, ისე არქიტექტურულ-კომპოზიციური და მხატვრული გადაწყვეტილების თვალსაზრისით, ასევე მისი ფუნქციური დანიშნულებით ვერ უზრუნველყოფს ისეთი ობიექტის ჩამოყალიბებას, რომელიც დააკმაყოფილებდა ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, ამასთანავე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის 24.03.09წ. #57 დადგენილების 65-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე დადგენილია ასეთ ზონებში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების განთავსების მიზანშეუწონლობა, სამსახური თქვენს მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს.
Show moreShow less
- 23 September 2015Decision2205919 - Refused
- 19 September 2015Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal